logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან
დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან
17:04 17.06.2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარესთან, საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან, მილტიადის ვარვიციოტისთან.

მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში (27.11.19-15.05.20) მიღწეული შედეგები და საბერძნეთის მიმდინარე თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.

მილტიადის ვარვიციოტისმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას და აღნიშნა, რომ არსებული გლობალური კრიზისის პირობებში საქართველომ ეფექტიანად შეძლო თავმჯდომარეობის პროგრამის ადაპტირება. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს თავმჯდომარეობის შემდეგ, ევროპის საბჭოს პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას და აღნიშნული საკითხების განგრძობადობის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საბერძნეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და აღნიშნა მათი დროულობა და არსებულ გამოწვევებთან მათი შესაბამისობა. დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა საბერძნეთს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის (მინისტერიალის) მასპინძლობისთვის, რომელიც 2020 წლის 4 ნოემბერს ათენში გაიმართება.

სატელეფონო საუბრისას მინისტრები ასევე შეეხნენ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს და სამომავლო გეგმებს. მათ შორის გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც ვირუსის გავრცელების შეკავების, ასევე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას, ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისთვის.

საუბრის დასასრულს დავით ზალკალიანმა წარმატება უსურვა საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავმჯდომარეობის კუთხით და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა