logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: საქართველო და აშშ-ი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ამ მიმართულებით სულ უფრო კარგი შედეგები გვაქვს
გიორგი გახარია: საქართველო და აშშ-ი არიან სტრატეგიული პარტნიორები და ამ მიმართულებით სულ უფრო კარგი შედეგები გვაქვს
10:12 17.06.2020
"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო განვითარებადი დემოკრატიაა, სტატიკური მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მუდმივი, ყოველდღიური, საკმაოდ სისტემური მუშაობის აუცილებლობა ყველა მიმართულებით", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „პირველი არხის“ გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანის კითხვას, დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რაღაც ნაწილში კრიტიკა იყო სუბიექტური, ზოგჯერ საფუძვლიანიც, თუმცა არსებობს მუდმივი კომუნიკაცია, რასაც პარტნიორები შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურ ცხოვრებაში ყოველდღიურად ვხვდებით, შეხება გვაქვს დემოკრატიზაციის მიმართულებით ქვეყნის განვითარების ყოველდღიურ შედეგებთან, იქნება ეს მედია, ბიზნესის კეთება, გამოხატვის თავისუფლება თუ კიდევ ბევრი რამ, ეს ჩვენთვის ნორმალურია, მაგრამ გარკვეული პერიოდი ჩვენ მოგვიწევს ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად ამის ახსნა ჩვენი პარტნიორებისთვის, რადგან იქ ქვეყნის სხვადასხვა „მეგობრები“ ჩადიან და აბსოლუტურად არასამართლიანი აზრები და იდეები ჩააქვთ. ამიტომ, ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკა იყო საკმაოდ სუბიექტური, ჩვენ ამას ვუხსნიდით და შემხვედრი გაგებაც ყოველთვის მოდიოდა. ეს არის სამუშაო პროცესი. სტრატეგიულ დონეზე საქართველო და აშშ-ი არიან სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნის ფუნქცია აქ, ამ რეგიონში, ამერიკის და დასავლეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის სულ უფრო და უფრო გაიზარდოს და მერწმუნეთ, ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად გვაქვს. ამ მიმართულებით სულ უფრო და უფრო კარგი შედეგები გვაქვს. თავი რომ დავანებოთ ყველაფერს, მარტივი მაგალითებია, 2019 წელი იყო საქართველოს თავდაცვის სისტემასა და ნატოსა და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს შორის ერთობლივი ღონისძიებების - წვრთნების რაოდენობით საუკეთესო წელი. პირველი წელი იყო, როდესაც ქართველ გენერალს მიეცა შესაძლებლობა, ნატოს წვრთნებში, როგორც ხელმძღვანელს მიეღო მონაწილეობა. ეს იცით რამხელა ნდობას ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის?! რა თქმა უნდა, გარკვეული კითხვები იბადება, ესეც უნდა გვესმოდეს. აქ მთავარია ის, რომ შეიძლება ჩვენ გაგვაკრიტიკონ, მაგრამ თქვან, რომ საქართველო იყო, არის და რჩება სტრატეგიულ პარტნიორად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა