logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია არის შესაძლებლობა, ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური ელიტების ცვლილება და ახალი თაობა პოლიტიკურ ცხოვრებაში რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს
გიორგი გახარია: პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია არის შესაძლებლობა, ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური ელიტების ცვლილება და ახალი თაობა პოლიტიკურ ცხოვრებაში რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს
10:11 17.06.2020
თუ მმართველი გუნდი ასე კომფორტულად მოერგო ამ ორპოლუსიანობას, როგორ წარმოგიდგენიათ, მმართველ გუნდში იმდენი გონიერება არ გვყოფნის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ჩვენივე ნებით წავიდეთ? ლოგიკა არ არის, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "პირველი არხის" გადაცემა "თავისუფალი ხედვის" წამყვანის კითხვას, რას სთავაზობს მმართველი გუნდი საზოგადოებას, ოპოზიციის საპირწონედ.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რატომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი პროპორციული საარჩევნო სისტემა.

"საქართველოში უკიდურესად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ელიტები შეიცვალოს. პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალგაზრდა თაობა, ახალი ძალები და ეს პოლიტიკური არხები ისეა გადაკეტილი, რომ ეს შეუძლებელია. ჩემი ყველაზე დიდი გაკვირვება, პოლიტიკური ველის დაკვირვების შედეგად, იყო ის, რომ ყველაზე წარმატებულ, ნიჭიერ და კარგი განათლების ახალგაზრდებს, არ უნდათ პოლიტიკაში წასვლა. არავის უნდა პარტიული ცხოვრების დაწყება, ყველა მიდის კერძო სივრცეში, რომელიც ხანდახან სხვადასხვა სახისაა. პარტიული სივრცე იმდენად დისკრედიტებულია, რომ უბრალოდ გადაკეტილია ყველანაირი არხი და მოტივაცია ახალი თაობისთვის, აქტიურ პოლიტიკაში პარტიული სისტემის გავლით მოვიდნენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო დღეს არის საპარლამენტო დემოკრატია, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პარტიული სისტემა ყველაზე სწორი გზაა, როგორ შეიძლება ადამიანი პარლამენტის გავლით რეალურ პოლიტიკაში მოხვდეს. ეს არის ყველაზე სწრაფი და მოკლე გზა, რომ პოლიტიკური ელიტები ქვეყანაში შეიცვალოს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს პოლიტიკური კონტექსტი ქვეყანაში სამწუხაროდ, შინაარსისგან დაცლილია.

"შემდგომ უკვე პოლიტიკური კონტექსტი გახდა მედიასივრცის ნაწილი, რომლის განუყოფელი შემადგენელი გახდა ჯერ ე.წ ფეიკ ნიუსის მოგონება, შემდეგ უკვე პროპაგანდისტული მექანიზმის ამუშავება და ამით პოლიტიკური დივიდენდების მიღება. აქ საკმაოდ არასწორი პროცესები მიმდინარეობს. ამიტომ, პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია არის იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოხდეს პოლიტიკური ელიტების სწრაფად ცვლილება და ახალი თაობა, ბევრად უფრო განათლებული, ორგანიზებული და ბევრად უფრო ეფექტური, ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში რაც შეიძლება სწრაფად ჩაერთოს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა