logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: აღკვეთილია მძიმე დანაშაული, ჩვენ ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს
გიორგი გახარია: აღკვეთილია მძიმე დანაშაული, ჩვენ ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ და სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა, გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს
09:46 17.06.2020
სამწუხაროდ ისე გამოდის, რომ ბევრი მარჩიელობა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ, რომ ფაქტი, რაც გვაქვს აღკვეთილია ქვეყანაში მძიმე, უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობის თითოეული წევრის, პირველ რიგში სამართალდამცველი სისტემის უპირველესი მოვალეობაა ჩვენი მოქალაქის, განსაკუთრებით ცნობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაული იყოს, მაქსიმალურად შესაძლებელ, სწრაფ დროში გამოძიებული და შესაბამისად ეს ინფორმაცია ღიად, აბსოლუტურად ტრანსპარენტულად მიეწოდოს ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, უნდა გვეყოს მოთმინება, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ.


"ეს უკიდურესი მნიშვნელობის საკითხია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ასეთი მძიმე დანაშაულის აღკვეთას და ასეთ შემთხვევებს კი არა, ბევრ უფრო მარტივ შემთხვევებს ჩვენთან უამრავი პოლიტიკური სპეკულირება მოჰყვება. გასაგებია, რომ ჩვენ ახლა საარჩევნო პროცესში ვართ, პოლიტიკური ტემპერატურა იწევს ყველა შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას თავისი ვიწრო, პოლიტიკური, კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ ეს ფაქტია და სამწუხაროდ ასე ხდება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს თითოეულმა ჩვენმა სიტყვამ, ქმედებამ, შეფასებამ და ა.შ. შესაძლებელია, რომ ზიანი მიაყენოს გამოძიებას. ჩვენი ძირითადი ამოცანაა გვქონდეს სრულფასოვანი სურათი, რა მოხდა და რა აღკვეთა ჩვენმა სამართალდამცველმა სისტემამ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა ცოტა უნდა დავმშვიდდეთ სამართალდამცავ სისტემას მივცეთ შესაძლებლობა სრულყოფილად გამოიძიოს და სრულყოფილი ინფორმაცია მოგვცეს. სწორედ ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავაკეთოთ სხვადასხვა სახის შეფასებები. სხვა ყველაფერი, რაც ახლა ფართოდ ისმის, სამწუხაროდ პოლიტიკური იერსახე დასდევს, მაშინ როდესაც აღკვეთილია მძიმე დანაშაული და არ არის ბოლომდე დასრულებული გამოძიება. უნდა გვეყოს მოთმინება, უნდა დაველოდოთ და ყველა სახის შეფასება გავაკეთოთ შემდგომ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა