logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია:   ჩვენი ძირითადი მიზანია, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში
გიორგი გახარია: ჩვენი ძირითადი მიზანია, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში
09:40 17.06.2020
პირველი ტალღის დროს საზოგადოების, მოქალაქის გამოყოლას და დათანხმებას, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეებმა მოგვცეს, რათა ჩვენი ჯანდაცვის და სახელმწიფო მართვის სისტემები უფრო მომზადებულები დახვდნენ შესაძლო მეორე ტალღას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "პირველ არხთან" ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პარლამენტში განიხილება 2020 წლის კრიზისული ბიუჯეტი, რომელიც გათვლილია და სისტემურად მომზადებულია ისე, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებში, ბიუჯეტის ხელახლა გადახედვა საჭირო არ გახდეს.
"მეორე ნაწილი - ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჰოსპიტალური სისტემა სრულად უნდა მოემზადოს დარჩენილ სამ თვეში იმისთვის, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებში ინფრასტრუქტურულად იყოს სრულად გამართული. მზაობის მესამე ნაწილია - ინფიცირების გამოვლენისა და ტესტირების სისტემა, რაც ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ თუ ეპიდემიის დაწყების დროს საქართველოს შეეძლო დღეში ოქროს სტანდარტის 75-100 PCRტესტირების ჩატარება და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, დღეში ჩავატაროთ 4 000-4500 ტესტი, მეორე ტალღისთვის საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დღეში 10 ათასამდე ასეთი ტესტი ჩაატაროს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრინციპი და მიზანი, რომელიც ჩვენ პირველ ეტაპზე ავირჩიეთ, იყო - იმპორტირებული ვირუსის შეკავება, მეორე ეტაპზე - ადაპტაცია და მესამე ეტაპზე - მართვა. ამ ეტაპზე, რომელსაც დღეს მართვას ვეძახით, ჩვენი ძირითადი მიზანია, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა დღეს, ამ პანდემიის დროს, არის შეზღუდული ფინანსური რესურსი და ჩვენი ამოცანაა, ეს შეზღუდული ფინანსური რესურსი მაქსიმალურად სამართლიანად და დროში ეფექტურად გადავუნაწილოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პირველ რიგში სჭირდებათ. იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა, ვინს თვითდასაქმებული იყო, ვინც სოციალურად დაუცველი 65 000-100 000 ქულას ფარავდა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დახმარება განაწილდა 6 თვეზე იმიტომ, რომ იყოს მეტი მდგრადობა და დრო, რომელიც ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოიგო, სწორად იყოს გამოყენებული სამი სისტემის ასაწყობად - ინფიცირების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება.
"ერთადერთი ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა მობილობის დასაგდებად, აღარ მოგვიწიოს, რადგან სოციალურ-ეკონომიკურად საქართველოს უკიდურესად გაუჭირდება კიდევ ერთხელ მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა