logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: გაიხედეთ რა ხდება რეგიონში და მიხვდებით, რა არის ხელისუფლების მოტივაცია
გიორგი გახარია: გაიხედეთ რა ხდება რეგიონში და მიხვდებით, რა არის ხელისუფლების მოტივაცია
09:26 17.06.2020
იყო რამდენიმე მკაცრი ღონისძიება, რომლის მიღებისას ჩვენ კიდევ ვმსჯელობდით და საზოგადოებრივი აზრი უკვე მზად იყო და ითხოვდა კიდეც, ამ ღონისძიებების მიღებას, იმიტომ, რომ მათ ირწმუნეს, მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო მოქალაქეზე ზრუნვა და ხელისუფლება ახერხებდა წარმატებით და ეფექტურად ეს გაეკეთებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ აქ მოხდა კავშირი, რომელმაც მთავრობას მისცა შესაძლებლობა, რომ თქვას, დღეს, შედარებით, საქართველომ გაართვა თავი, პანდემიის პირველ ეტაპზე, ეფექტურ შეჩერებას, მართვას და ადაპტაციას.


"უნდა გყავდეს ასეთი სპეციალისტები, ვისი რეკომენდაციებიც შესაძლებელია, რომ მოისმინო. აქ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა იქნება პირველადი. როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ, გლობალურ კრიზისზე, რომელიც ეხება როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, დაწყებული ეკონომიკიდან, შემოსავლებიდან, დამთავრებული მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესის ცვლილებით და ა.შ. აქ თანამშრომლობის ხარისხი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მოქალაქის მზაობის ხარისხიც მაღალი უნდა იყოს, რომ დათანხმდეს იმ თამაშის წესებს, რომელსაც ხელისუფლება პროფესიონალების რეკომენდაციების საფუძველზე სთავაზობს.


"არ არის ეს მარტივი საკითხი, ეს საკმაოდ რთული ქიმიაა, ამასთან, თუ დავამატებთ ჩვენს ემოციურ პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ვიმყოფებით, ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია. მსგავსი მაგალითები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, რომ მეტი ნდობა ჰქონდეს ხელისუფლებისადმი და ხელისუფლებას მეტი ნდობა ჰქონდეს მოქალაქის. ეს იყო გარკვეული კონტრაქტი მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის. მოტივაცია ძალიან მარტივია. გაიხედეთ რა ხდება რეგიონში და მიხვედით, რა არის ხელისუფლების მოტივაცია. ხელისუფლება მიხვდა, იმისთვის, რომ მოქალაქე გამოგყვეს, დაგიჯეროს და გენდოს, პირველი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სრულად ინფორმირებული. მეორე, უნდა ხედავდეს, რომ არა პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ამბიციები დგება პირველ რიგში, მსგავსი, ჯანმრთელობასთან, სიცოცხლესთან დაკავშირებული საკითხების დროს, არამედ მოქალაქეზე ზრუნვა დგება პირველ რიგში. ეს, რა თქმა უნდა, ამ სოლიდარობას აძლიერებს. შემდგომ, მან შედეგებით უნდა დაინახოს, რომ კი, ეს ერთობლივი, სოლიდარული ქმედებები, შეზღუდვები, ამ შეზღუდვებზე დათანხმება, ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ მკაცრი ღონისძიებების მიღება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა