logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლაშა ნაცვლიშვილი ოპოზიციაზე: ისინი ელექტორალურად გაკოტრებულები არიან; მათ აქტივშია ადამიანი, რომელიც აშშ-ის საელჩოს ბოროტების სავანედ მოიხსენიებდა, რუსეთის ტერიტორიაზე, „ეფესბეს“ ბაზაზე წვრთნიდა ბოევიკებს, რათა „ზილების რევოლუცია“ მოეწყო
ლაშა ნაცვლიშვილი ოპოზიციაზე: ისინი ელექტორალურად გაკოტრებულები არიან; მათ აქტივშია ადამიანი, რომელიც აშშ-ის საელჩოს ბოროტების სავანედ მოიხსენიებდა, რუსეთის ტერიტორიაზე, „ეფესბეს“ ბაზაზე წვრთნიდა ბოევიკებს, რათა „ზილების რევოლუცია“ მოეწყო
20:08 16.06.2020
ოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი საშუალება, რომელიც შეიძლება ამ რევოლუციური სულისკვეთებით აღკტკინებულ, ხელმოცარულ, დესტრუქციულ, მავნებელ ოპოზიციას ჰქონდეს, ეს არის რევოლუცია და გადატრიალება,- ამის შესახებ ქართული ოცნების კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის”გადაცემაში ,,დღის ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით,ნებისმიერი დამოუკიდებელი კვლევით დგინდება, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დრამატული გამარჯვებისთვისაა განწირული.

ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ელექტორალარულად გაკოტრებულია.

„ჩვენ ვხედავთ ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი პოლიტიკური ერთობის სრულ გამანადგურებელ ფიასკოს ვხედავთ. მათ დანაშაულებრივი წარსულის გარდა ალბათ არაფერი აერთიანებთ. მე ახლა აღარ ჩამოვთვლი იმ ოდიოზურ ადამიანებს, რომლებიც იქ ერთმანეთთან საერთო ენას პოულობენ. ფაქტი ფაქტად რჩება - ნებისმიერი დამოუკიდებელი და მათივე ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში დრამატული გამარჯვებისთვისაა განწირული. ოპოზიციას ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი საშუალება, რომელიც შეიძლება ამ რევოლუციური სულისკვეთებით აღკტკინებულ, ხელმოცარულ, დესტრუქციულ, მავნებელ ოპოზიციას ჰქონდეს, ეს არის რევოლუცია და გადატრიალება. რევოლუციას სჭირდება „ტრიგერი“, მიზეზი. თუ ის ბუნებრივად არ არსებობს - ის უნდა გამოიგონო. უნიათობით გამოწვეულ გავრილოვის ამბავს რა მოყვა და წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ რა მოჰყვებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობას. მით უმეტეს, რომ დღეს უკვე თავისუფალია პარლამენტში წინა შეჭრის მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც აშშ-ის საელჩოს ბოროტების სავანედ მოიხსენიებდა; რუსეთის ტერიტორიაზე, „ეფესბეს“ ბაზაზე წვრთნიდა ბოევიკებს, რათა „ზილების რევოლუცია“ მოეწყო. ეს კაცი ახლა მათ აქტივშია. ესენი არიან ელექტორალურად გაკოტრებული ადამიანები. რევოლუცია მათთვის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთადერთი გზაა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა