logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თურქეთის ელჩი: საქართველოს მთავრობამ საოცარი შედეგი დადო, საუკეთესო მომსახურება უზრუნველყო, რაც კი არსებობდა, მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში
თურქეთის ელჩი: საქართველოს მთავრობამ საოცარი შედეგი დადო, საუკეთესო მომსახურება უზრუნველყო, რაც კი არსებობდა, მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში
21:06 15.06.2020
საქართველოს მთავრობამ საოცარი შედეგი დადო, საუკეთესო მომსახურება უზრუნველყო, რაც კი არსებობდა, მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში, - ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა, კახეთში, პრემიერ-მინისტრსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, საქართველომ ბევრი რამის კოორდინაცია მოახდინა, მათ შორის მოახერხა ყოველდღიური სასაქონლო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

„თქვენთან ერთად გავიღვიძეთ კრიზისში. ერთად გავიარეთ სირთულეები, ერთად შევხედეთ თვალებში ამ პრობლემას. მე რეგიონულ შესაძლებლობებზე ვაკეთებ გათვლას და აქცენტს, ქარავანია და ქარავანი ყოველთვის მიდის წინ, გარკვეულ დასკვნებს ვაკეთებთ, შეიძლება არ ვიყოთ მზად რაღაც გამოწვევებისთვის, რომელიც უცბად დაგვატყდება თავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრო, თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ - მომავალში უნდა ვიცხოვროთ ამ გამოწვევების პირობებში. ვიმეორებ იმას, რაც ადრე მითქვამს სატელევიზიო ეთერითაც და სხვაგანაც - საქართველოს მთავრობამ საოცარი შედეგი დადო, საუკეთესო მომსახურება უზრუნველყო, რაც კი არსებობდა, მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში, რომლებიც ძალიან რთულ გამოწვევას ებრძოდნენ ერთად. საქართველომ თავისი პოტენციალის გამო ბევრი რამის კოორდინაცია მოახდინა და ყოველდღიური სასაქონლო ტრანსპორტირება კრიზისის დასაწყისიდანვე იყო უწყვეტი, შეუფერხებელი. სურსათის მიწოდება ჩვენ ყოველთვის საკმარისი გვქონდა და თურქეთში სურსათი საქართველოდან შემოდიოდა და ეს არ წყდებოდა“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.

ფატმა სერენ იაზგანმა პრემიერ-მინისტრს ბიზნესთან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეების სწრაფი გადაჭრისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბიზნესის სახელით მინდა ვთქვა, რომ თურქეთის ბიზნესმა ბევრი იმუშავა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს მთავრობას. კრიზისის დროს ბიზნესის საკითხებიც წყდებოდა გარკვეული სირთულეები, რომელიც წარმოიქმნებოდა, დროულად წყდებოდა და ამაში თქვენი დამსახურება დიდია. მთავრობა ყოველთვის იყო ყურადღებიანი. ძალიან ვამაყობ და გაგვიმართლა, რომ ერთად ვმუშაობთ. პრობლემები როგორც კი გამოჩნდება და ამის ალბათობა ყოველთვის არსებობს, ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ამას ერთად ვწყვეტთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ მზად ვართ, რომ საქართველოში თურქი დამსვენებლები ჩამოვიდნენ, ჩვენც გავხსნით საზღვრებს და ქართველებსაც ველით თურქეთში დასასვენებლად ან სამუშაოთ, როგორც საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს და როცა გადაწყვეტს“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა