logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კარლ ჰარცელი: საქართველოს თავადაც შეუძლია, ასწავლოს სხვებს, რაზეც მეტყველებს დღემდე მიღწეული შედეგები
კარლ ჰარცელი: საქართველოს თავადაც შეუძლია, ასწავლოს სხვებს, რაზეც მეტყველებს დღემდე მიღწეული შედეგები
21:01 15.06.2020
ჩვენ შორის მიმდინარეობს ძალიან სასარგებლო დისკუსიები. ჩვენ ვართ ადგილობრივი ტურისტების პირველი ნაკადის წევრები, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ ვიმყოფებით ლოპოტაზე, ამ ულამაზეს ადგილზე. დისკუსიები, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ და გავაგრძელებთ, ეხება სერიოზულ საკითხს - კორონავირუსის კრიზისის მართვას, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ და მოსახლეობამ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ასპექტებში თავი გამოიჩინეს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ მთავრობამ და საქართველოს მოსახლეობამ თავი გამოიჩინეს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ასპექტებში. თუმცა მთელ მსოფლიოში რისკები ჯერ კიდევ არსებობს: უფრო ვიწრო გაგებით ჯანდაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ უფრო ფართო გაგებით - სოციალური ასპექტების და ეკონომიკის აღდგენის მხრივ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

როგორც ევროკავსირის ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა ჩემს კოლეგებთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე EIB და EBRD წარმომადგენლებთან ერთად, რადგან ჩვენ ამ მუშაობაში მონაწილეობას ვიღებთ, როგორც ევროპის გუნდი. კრიზისის განმავლობაში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მთავრობასთან. გვქონდა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა გააკეთა გამონაკლისი და თავისი წვლილი შეიტანა ამ რთულ დროს გადატანაში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან. დისკუსია, რომელიც ჩვენ გვექნება, შეეხება იმას, თუ რა ვისწავლეთ, რა დასკვნების გამოტანა შეიძლება, რადგან აქ ლაპარაკი არის არა მხოლოდ ეკონომიკაზე, არამედ სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე ზრუნვაზეც, როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის დროს. ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობამ დაგვპატიჟა ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებების გასაზიარებლად, რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ გამოცდილებით. ეს ეხება საქართველოსაც, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს თავადაც შეუძლია, ასწავლოს სხვებს, რაზეც მეტყველებს დღემდე მიღწეული შედეგები“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა