logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობას და მის კლასტერს ცალკე პრორუსულს ვერ დაარქმევ - ეს პროსათავისო ხალხია
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობას და მის კლასტერს ცალკე პრორუსულს ვერ დაარქმევ - ეს პროსათავისო ხალხია
20:32 15.06.2020
„ეს გამიჯვნა შემთხვევითი არ ყოფილა და ეს მოსალოდნელიც იყო. დროებითი ერთ-ორდღიანი სიხარული, რაც ოპოზიციას ჰქონდა, რომ თითქოს კონგრესმენები დაირაზმნენ სათქმელად, რომ ჩვენ პრორუსელები ვართ, თყუილი აღმოჩნდა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, კონგრესმენების ანგარიშის შინაარსის საწინააღმდეგო ჩანაწერი იყო ეს ერთი ფრაზა, რასაც თავისი ახსნა უნდა ჰქონოდა.

„ანგარიშის ყველა ფრაზა, ყველა წინადადება, ყველა სიტყვა არის პოზიტიური, რომ საქართველოს პროდასავლურობა არის უმაღლეს ნიშნულზე და ერთი ფრაზა საერთოდ თავდაყირა აყენებდა ამ ყველაფერს“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი ინფორმაციით, ამ უცნაურ ჩანაწერს წერტილი დაუსვა დონ ბეიკონმა, რომ დოკუმენტი არ იყო მათი შედგენილი, ის გაემიჯნა ამ ფრაზას და მხარი დაუჭირა დოკუმენტის დანარჩენ, მთლიან ნარატივს. „აღმოჩნდა, რომ ტექნიკური პერსონალის ჩაწერილი იყო ეს ფრაზა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რას აკეთებს „ქართული ოცნების“ ლობისტი, ჩვენი ობისტი უზრუნბველყოფს მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მიიტანოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი ცდილობს დააზიანოს „ქართული ოცნება“ და ამით ქვეყნის ინტერესები. ეს განსხვავებაა ჩვენ შორის“, -აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, ხელისუფლება იბრძვის, ამერიკის შეერთებული შტატები სრუფასოვნად საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი იყოს. „ ამას ჩვენ ვაღწევთ, ყველა დოკუმენტში და ყველას განწყობაში ეს აისახება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ინტერესები იყოს გატარებული. „როცა სიტყვით ხარ პროდასავლელი, ხოლო საქმით - რუსულ საქმეს აკეთებ, ამას ჰქვია „პიარული თავხედობა“. ეს არის სწორედ ის, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს და რეალურად პროდასავლურია საქმითაც და სიტყვითაც, დააბრალო ის, რასაც შენ საქმით აკეთებდი. „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს ვერც ცალკე პრორუსულს ვერ დაარქმევ. ეს „პროსათავისო ხალხია“. მათი ერთადერთი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ქვეყნის ჯიჯგვნა. მეტი მიზანი მათ არ გააჩნიათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა