logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მერამდენედ უნდა გამოაშკარავდეთ?! - თამთა მეგრელიშვილი ნაციონალურ მოძრაობას
მერამდენედ უნდა გამოაშკარავდეთ?! - თამთა მეგრელიშვილი ნაციონალურ მოძრაობას
16:44 15.06.2020
„არავისთვის იქნება სიახლე, როდესაც ამ ჩანაწერის უკან ისევ მორიგი ქუთელიებისა და ბუზიაშვილების გვარები ამოტივტივდება“, - იურისტი თამთა მეგრელიშვილი კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმადაც დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ბიძინა ივანიშვილის კავშირზეა საუბარი, მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

მისი თქმით, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი არც მას და არც სხვა კონგრესმენებს არ გაუკეთებიათ.

„მოკლედ, მერამდენედ უნდა გამოაშკარავდეთ?! მერამდენედ?

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის მოცულობითმა, შინაარსობრივად დადებითმა სარეკომენდაციო დოკუმენტმა საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობები ხელისუფლების მიმართ გაამყარა.

ტექსტის კონტექსტიდან ამოვარდნილმა წინადადებამ, სადაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისა და ვიქტორ მედვედჩუკის რუსეთის პრეზიდენტთან ახლო მოკავშირეობაზე კი ღიმილი მოგვგვარა.

ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალებისთვის კი ერთგვარი მისწრება იყო და ჩაეჭიდნენ, მაგრამ ვაი რომ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა ამაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი არც მას და არც სხვა კონგრესმენებს არ გაუკეთებიათ, ეს ტექნიკური სტაფის მიერ შეტანილი არასწორი ჩანაწერიაო.

ამ განცხადებით ყველაფერი ნათქვამი და ნათელია!

თქვენ რჩებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ძალად ერთი სახელით - „ნაციონალური მოძრაობა“, საკუთარი ლობისტური ჯგუფებით ევროპასა და აშშ-ში.

არავისთვის იქნება სიახლე, როდესაც ამ ჩანაწერის უკან, ბოლო სერიაში ისევ მორიგი ქუთელიებისა და ბუზიაშვილების გვარები ამოტივტივდება.

სხვა ქვეყნის შვილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი ამბობს, ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარიაო და თქვენთვის, ნაცებო, რით ვეღარ გახდა საქართველო და ქართველი ერი ძვირფასი თუ არა, მეგობარი მაინც?!“ - წერს მეგრელიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა