logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კაკაურიძე სალომე სამადაშვილს: პირდაპირ გეტყვით, ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის
გიორგი კაკაურიძე სალომე სამადაშვილს: პირდაპირ გეტყვით, ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის
12:13 15.06.2020
„პირდაპირ გეტყვით, ისეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენისას ფრაქციის წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, იგი პირადად იყო ჩართული ანტიკრიზისული ბიუჯეტის პაკეტის შემუშავებაში და მასში სრულადაა ასახული, როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

„პირადად ვიყავი ჩართული ბიუჯეტის ამ პაკეტის შემუშავებაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ყოველდღიურ რეჟიმში მქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მოსაზრებები ბიუჯეტთან მიმართებაში, რაც თქვენ წარმოადგინეთ ეს არის, დაახლოებით, 5,5 მილიარდი ლარის საკითხი და პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთი ბიუჯეტი რომ მომცეს ვინმემ გასატანად, ასეთ ბიუჯეტს ნამდვილად არ გავიტან იმიტომ, რომ ეს იქნება ფისკალურად დამაზიანებელი ქვეყნისთვის. მით უფრო, ნამდვილად არ მესმის მსხვილ ბიზნესს, ისეთებს როგორიცაა მაგალითად ჰესები, რკინიგზა, ვინც ქონების გადასახადის ძირითადი კონტრიბუტორია, რას მისცემდა ქონების გადასახადის გაუქმება, ეს საკითხი ეკონომიკურ შინაარსს ნამდვილად მოკლებულია, ამიტომ ბიუჯეტში, რაც გამომაქვს დახმარების პაკეტი როგორც ბიზნესისთვის, ისე მოსახლეობისთვის ჩვენი მშპ-ს 6%-მდეა. ამაზე მეტის აწევის საშუალება დღეს მაკროეკონომიკურად საქართველოს არ ჰქონდა და კიდევ ვიმეორებ თქვენ კითხვას რომელი პაკეტი იქნებოდა ჩემთვის უფრო კომფორტული გასატანად, გპასუხობთ ასეთი პაკეტი ვინმემ რომ მომცეს გასატანად, რაც თქვენ წარმოადგინეთ, ნამდვილად არ გავიტან და იმ თანამდებობას, რასაც ვიკავებ დავტოვებ, იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტის გატანა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა