logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები  პროდასავლურად საუბრობენ, მაგრამ  ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პროდასავლურად საუბრობენ, მაგრამ ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ
10:52 13.06.2020
"ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშში ერთი კონკრეტული ფრაზა არის "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების ნამუშევარი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია 120-გვერდიანი დოკუმენტის კონტექსტისგან. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებულია, რასაც დღენიადაგ გამოხატავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტვ "რუსთავი2"-ის ეთერში.



მან თვალსაჩინოებისთვის 10 განცხადება წარმოადგინა ტელეეთერში, რომლებშიც საერთაშორისო პარტნიორების მიერ პოზიტიურად ფასდება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები.



"ეს განცხადებები ეკუთვნის უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკას და რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ ხარისხში და მაღალ ნიშნულზე, როგორც დღესაა. ასეთი ასი და ათასი წინადადება დაიწერება და თუკი ერთი წინადადება ჩაიწერება კრიტიკული, იმ ათასს აღარავინ უყურებს ხოლმე", -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, 13 კონგრესმენის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს ასობით წარმომადგენელი არის სხვა პოზიციაზე.



"ბატონი რიში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მეგობარია, 2012 წლის მიწურულს ამბობდა, პოლიტიკური დევნა შეწყდესო, EPP-ის ხელმძღვანელი მარტენსი 2012 წელს, ვიდრე "ქართული ოცნება" გაიმარჯვებდა, ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არიგებდა მაცივრებს და ტელევიზორებს. არანაირი მაცივარი და ტელევიზორი არ დარიგებულა. ასევე ამბობდნენ, რომ ტვ "იმედი" წაართვეს კანონიერ მფლობელს. ნუ ეწყინება ნურავის, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს, როცა ვამბობთ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს, რადგან მთავარია სიმართლე და თუ სიმართლიდან აცდენილ რაიმეს ვინმე იტყვის, ეს შეცდომაში შეყვანაა", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები პროდასავლურად საუბრობენ, მაგრამ ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებენ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა