logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი სესიაშვილი: „ნატო და ევროკავშირი არის ჩვენი ოჯახი. მეორე მხარეს გვყავს ოკუპანტი, რომელიც არის მკვლელი და როდესაც ამ მარტივ რეალობასთან მიმართებაში კითხვას სვამ, ეს პოლიტიკური მაზოხიზმია“
ირაკლი სესიაშვილი: „ნატო და ევროკავშირი არის ჩვენი ოჯახი. მეორე მხარეს გვყავს ოკუპანტი, რომელიც არის მკვლელი და როდესაც ამ მარტივ რეალობასთან მიმართებაში კითხვას სვამ, ეს პოლიტიკური მაზოხიზმია“
23:54 12.06.2020
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და ქვეყნის საგარეო საფრთხეებსა და უწყებაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.



"ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე არის ოკუპაცია და თავისთავად ცხადია, რომ ბევრი რამე არ არის დამოკიდებული თუ როგორ იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ომს არ იგებს ჯარი, ომს იგებს სახელმწიფო, ქვეყანა იგებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ერთობა. მე ყოველთვის ვამბობ და ბოლომდე დავრჩები იმ პრინციპის ერთგული რომ, როდესაც საქმე შეეხება საერთო-ეროვნულ ინტერესს, თავდაცვა და უსაფრთხოება არის საერთო-ეროვნული ინტერესი აქ ყველას მოეთხოვება კონსოლიდირება საერთო ინტერესებისთვის, რასაც სამწუხაროდ ვერ ხედავ დარბაზის მარჯვენა ფლანგზე, რომელთაც გგონიათ, რომ ხელისუფლება არის მხოლოდ უმრავლესობა. არა ბატონებო, ხელისუფლება არის ოპოზიციაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უნდა თან სდევდეს სწორი პოლიტიკური კულტურა. მეორე მთავარი მიზანი ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და აქ თავდაცვის სამინისტრო არის ფლაგმანი, ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები არიან ფლაგმანები, რომლებიც დღეს მაგალითად ავღანეთში და აფრიკაში არიან და მათ განსაკუთრებული მადლობა. მაგრამ მეორეს მხრივ როდესაც საქმე თავდაცვასა და უსაფრთხოებას შეეხება და თავად ვამბობ, რომ აქ კონსოლიდაცია გვჭირდება ხოლმე, სულ ვამბობ, რომ ჩემი გამოსვლა არ იყოს პოლიტიზირებული, მაგრამ მიწევს, რამდენადაც ჩვენი ოპონენტები, ნაციონალური მოძრაობის "კლასტერს" ვგულისხმობ, მუდმივად ცდილობს დარტყმა მიაყენოს ჩვენს ღირებულებებს. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკური მაზოხიზმი არის, როდესაც ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტს ეჭვქვეშ აყენებ. იმიტომ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი და ის ხელისუფლება, რომელიც ამ გზაზე სწორად და შემართებით არ იქნება, ის ვერასდროს ვერ მიიღებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. და როდესაც ვიღაცა ამ მიმართულებით კითხვას სვამს, ეს ნიშნავს, რომ ის ამ ოჯახის წინააღმდეგია. ნატო და ევროკავშირი არის ჩვენი ოჯახი და მეორე მხარეს გვყავს ოკუპანტი, რომელიც არის მკვლელი და როდესაც ამ მარტივ რეალობასთან მიმართებაში კითხვას სვამ, ეს აცდენილია ყველანაირ გონიერებას, ამიტომ ვთვლი, რომ ასეთი კითხვა და ასეთი ეჭვების გამოთქმა, პოლიტიკური მაზოხიზმია", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა