logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას კრიზისის პერიოდში და მომავალშიც ასე იქნება
კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას კრიზისის პერიოდში და მომავალშიც ასე იქნება
23:50 12.06.2020
გაწეული ძალისხმევისთვის გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მთავრობის ადმინისტრაციის ერთგული და დინამიური გუნდისა და ადამიანის უფლებების სამდივნოს მიმართ. თქვენ კონკრეტული ძალისხმევა გამოიჩინეთ ოჯახური ძალადობისგან ქალთა დასაცავად. პასუხისმგებლიან, დარგობრივ სამინისტროებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებდით შშმ პირების დასახმარებლად, საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების აღმოსაჩენად. ლგბტ თემის მხარდაჭერისა და დიალოგის მომსწრენიც გავხდით, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


ადამიანის უფლებები პანდემიის დროს - ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.


ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ანა ბუჩუკური, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ლუიზა ვინტონი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს ხელმძღვანელი ვლადიმირ შკოლნიკოვი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და UშAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მონაწილეობდნენ.
კარლ ჰარცელმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაზე.


"ჩვენი ერთერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში უწყვეტი დახმარება უზრუნველვყოთ 2020 წლის შემდეგაც. ამ კონტექსტში, მინდა სამდივნოს დღემდე განხორციელებული სამუშაო შევაქო, სტრატეგიის და ახალი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის კონტექსტში. ეს არის ინკლუზიური პლატფორმა, რომელიც იმედია, უზრუნველყოფს ჯეროვნად მომართული მიზნებისა და ორიენტირების შესრულებას. ეს სტრატეგია მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავებისთვის მომდევნო წლებში," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.


კარლ ჰარცელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.
"მილოცვას იმსახურებს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ნანატრი კანონპროექტი შეიმუშავა შშმ პირების შესახებ. იმედი გვაქვს პარლამენტი მას დაამტკიცებს და მზაობას ვაცხადებთ მისი განხორციელების მხარდაჭერაზე. ასევე, პერსპექტიულად მიგვაჩნია შშმ პირების საკითხებზე სრული დატვირთვით მომუშავე კომიტეტი, რომელიც კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისია. გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსის წარმატებული დამტკიცების შემდეგ მივესალმებით მისი განხორციელებისთვის ყველა დონეზე განხორციელებულ სამუშაოს. ასევე მივესალმებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც საბჭოს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მივესალმებით, ასევე, ცალკე დეპარტამენტის სახით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთეულის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ბოლოს, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ თავის დამტკიცება საეტაპო მოვლენად მიგვაჩნია," - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.


მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას კრიზისის პერიოდში და მომავალშიც ასე იქნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა