logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
  გიორგი გახარია: ჩვენი ყველა ნაბიჯი Covid-19-თან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული
გიორგი გახარია: ჩვენი ყველა ნაბიჯი Covid-19-თან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული
23:49 12.06.2020
მთავრობის ყველა ნაბიჯი ჩოვიდ-19-თან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული და გაზომილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.



ადამიანის უფლებები პანდემიის დროს - ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი წარმომადგენლობითი შეხვედრა ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მიმართულების შემდგომ განვითარებას, გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პროცესების გაუმჯობესებას.



"საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული რისკების ქვეშ დააყენა ადამიანის უფლებების დაცვის გარკვეული კომპონენტები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირები, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ. მოგეხსენებათ, ჩვენი ყველა ნაბიჯი ეპიდემიასთან ბრძოლაში როგორც სამართლებრივად, ასევე ადამიანის უფლებების ჭრილში, მაქსიმალურად იყო დაბალანსებული და გაზომილი. ვცდილობდით დაგვეცვა ბალანსი - ადამიანის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ აღორძინებასა და ადამიანის უფლებების სტანდარტის შენარჩუნებას შორის, დაწყებული უმცირესობებისათვის თავიანთ ენაზე ინფორმაციის მიწოდებით, დამთავრებული საერთოდ, სამოქალაქო საზოგადოების და საზოგადოების ინფორმირებულობის მაღალი სტანდარტის შესანარჩუნებლად. იმ ფორმატებში, რომლებიც შექმნილი იყო უწყებათაშორისი საბჭოს და შტაბის ფორმით, ყოველდღიურად, მაქსიმალურად ფართო საზოგადოებას ვუზიარებდით ინფორმაციას, როგორც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, ასევე იმ შეზღუდვების შესახებ, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებობდა. მზად ვართ, იქ, სადაც კრიტიკის აუცილებლობაა, შენიშვნები მივიღოთ, იმისთვის, რომ სამომავლო გეგმები დავსახოთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ანა ბუჩუკური, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ლუიზა ვინტონი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს ხელმძღვანელი ვლადიმირ შკოლნიკოვი, გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მონაწილეობდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა