logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს
გიორგი გახარია: საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს
20:34 12.06.2020
საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს, ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყველას ბრძოლა ისევე როგორც, ყველა მიღწევა ამ მიმართულებით.

"მაგრამ არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ რაღაცა დავასრულეთ, ბრძოლა დასრულებულია, ან გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს ყველაფერი მარტივია - რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი. შეუძლებელია ცალე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს არის გლობალური გამოწვევა. ამიტომ, ყველა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, რომ საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს, ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმიტომ, რომ როგორც კი მოვდუნდებით, ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას და შევხედავთ ერთმანეთს და ვიტყვით - როგორ დაგვემართა. ამიტომ, უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ბრძოლა, ეს ყველას ბრძოლაა. ისევე როგორც, თუ რამეს მივაღწიეთ, მივაღწიეთ ერთობლივად და ასევე ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის გვჭირდება პირველ რიგში კონტროლი, უნდა ვაკონტროლოთ ეპიდემია და გვქონდეს მარტივი ფორმულა - სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში. ამისთვის გვმართებს ყურადღება თითოეულ ჩვენგანს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ, სად ვართ და რით ვართ დაკავებულები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა