logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლების დროს გამქრალ 260 მილიონზე ისაუბრა
ირაკლი ღარიბაშვილმა წინა ხელისუფლების დროს გამქრალ 260 მილიონზე ისაუბრა
18:16 12.06.2020
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

პარლამენტარ შალვა კიკნაველიძის მიერ წინა ხელისუფლების პერიოდში შესყიდვებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე ყველა შესყიდვა გასაიდუმლოებული იყო. მან წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიმართ რამდენიმე ოფშორულ კომპანიას უფიქსირდება 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება.

„გადარიცხული არის 30-40-50 მილიონი ოფშორულ კომპანიებში, გაფორმებული არის პრაქტიკულად ფიქტიური ხელშეკრულებები X შეიარაღების შეძენის თაობაზე, არც შეიარაღება არის შემოტანილი და არც ფულია დაბრუნებული. დღემდე 260 მილიონი ლარის დებიტორული დავალიანება ფიქსირდება ჩვენი სამინისტროს მიმართ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ პროკურატურის მიერ გამოთხოვილია ინფორმაცია და მიმდინარეობს გამოძიება. მინისტრმა საიდუმლო ინფორმაციებზე დახურულ და შესაბამის ფორმატში საუბრისთვის მზადყოფნა გამოხატა.

ირაკლი ღარიბაშვილმა წელს განხორციელებულ გადაუდებელ შესყიდვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯამში აღნიშნული გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესყიდვების საერთო ჯამური თანხა შეადგენს მილიონ ორას ოთხმოცდაექვსი ათას ლარს.

მან, ასევე ღია შესყიდვების ამსახველი დოკუმენტი გააცნო დეპუტატებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა