logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: საჰაერო თავდაცვა - თავდაცვის ძალების ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია
ირაკლი ღარიბაშვილი: საჰაერო თავდაცვა - თავდაცვის ძალების ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია
15:19 12.06.2020
საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის პრიორიტეტია და უწყების ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის, საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობების და საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემის მოდერნიზების მიმართულებებით.

„დაგეგმილი გვაქვს სამანევრო ქვედანაყოფების თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსებით აღჭურვა. ეს პროექტი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია უახლოეს მომავალში, ჩვენს ტაქტიკურ ქვედანაყოფებს უფრო ეფექტიანს გახდის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრი ფრანგული პროექტით შესყიდულ საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც შეეხო. მისი თქმით, დასრულდა ფრანგული პროექტით შესყიდული საჰაერო თავდაცვის სისტემებისათვის განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა და სისტემების მონტაჟი. ახლა მიმდინარეობს დამატებით შესყიდული ახალი - მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, რომელიც სავარაუდოდ 2021 წელს დასრულდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ავიაციის განვითარებაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ უწყების ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ამ მიმართულების განვითარებას.

„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მიმდინარეობს არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები. კერძოდ, დელტას ანგარებში ჩვენ ძალიან მალე დავიწებთ სუ-25-ისა და მოიერიშე შვეულმფრენის მი-24-ების რეაბილიტაციასა და განახლების პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა