logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 გურამ ნიკოლაშვილი: არახალია, რომ ოპოზიცია რევანშის მიზნით არ ერიდება ქვეყნის ინტერესების შელახვას
გურამ ნიკოლაშვილი: არახალია, რომ ოპოზიცია რევანშის მიზნით არ ერიდება ქვეყნის ინტერესების შელახვას
20:18 11.06.2020
"ელექტორალურად ძალაგამოცლილმა ქართულმა ოპოზიციამ, რომელმაც იცის რომ უშანსოა გაზარდოს მწირი მხარდაჭერა და ამავე დროს დაღონებულია ხელისუფლების წარმატებით, გაუმკლავდეს პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის შემოტევებს, შესაყოჩაღებლად კვლავ ლობისტურ მანიპულაციებს მიმართა და ბიძინა ივანიშვილის განაჩენზე ალაპარაკდა. განაცხადა ტვ იმედის "დღის ქრონიკაში" საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

მისი თქმით, ერთ წინადადებაში მოქცეული წინააღმდეგობრივი მოსაზრება პირდაპირ იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს, რომლის გასაღებიც ნაცმოძრაობის ლობისტურ საქმიანობაშია მოსაძებნი.

როგორც გურამ ნიკოლაშვილი აღნიშნავს, არახალია, რომ ოპოზიცია რევანშის მიზნით არ ერიდება ქვეყნის ინტერესების შელახვას.

"ელექტორალურად ძალაგამოცლილმა ქართულმა ოპოზიციამ, რომელმაც იცის რომ უშანსოა გაზარდოს მწირი მხარდაჭერა და ამავე დროს დაღონებულია ხელისუფლების წარმატებით, გაუმკლავდეს პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის შემოტევებს, შესაყოჩაღებლად კვლავ ლობისტურ მანიპულაციებს მიმართა და ბიძინა ივანიშვილის განაჩენზე ალაპარაკდა.

დღის თემად იქცა ანალიტიკური დოკუმენტი, რომელიც მანამდე ააფრიალა ნაციონალურმა მედიამ საქართველოს მასშტაბით, ვიდრე ზედ ამერიკული მელანი გაშრებოდა.

ვნახოთ რა ტექსტზეა საუბარი. ეს არის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის შიდა ფრაქციის თემატური ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია ანალიტიკური ხედვა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნულ თემატურ ჯგუფში გაერთიანებული 13 კონგრესმენი ხელს აწერს ამ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომლის ძირითადი მიზანიც ამერიკის არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დებატში პროტრამპისტული პლატფორმის გაძლიერებაა ჯო ბაიდენის საწინააღმდეგოდ. დოკუმენტში უაღრესად ნეგატიურადაა წარმოდგენილი ბარაკ ობამას პერიოდის გადაწყვეტილებები და აღწერილი რეკომენდაციები მთლიანად კონფრონტაციულ და მილიტარისტულ გადაწყვეტილებებს მოიცავს.

დოკუმენტი წინააღმდეგობრივ პოზიციებს შეიცავს საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც ერთის მხრივ ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან, ჩვენი კონტრიბუცია საერთაშორსიო მისიებში და 2017 წელს დაწყებული ორმხრივი სპეციალური პროგრამა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის ამერიკული იარაღის მიყიდვასა და რუსული აგრესიის შემაკავებელ ღონისძიებებს. აგრეთვე აღნიშნულია, რომ კონგრესმა მიიღო საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერას რუსული დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ და ქართული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. აქტი ითვალისწინებს ამერიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებას სანქციები დაუწესოს ოკუპირებულ ტერიტორებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაში პასუხისმგებელ უცხო ქვეყნის მოქალაქე პირებს.

ამ ფონზე, რემარკა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სრულ წინააღმდეგობაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან, რომელიც უკავშირდება ამერიკის ინტერესებს ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა გამოწვევებთან დაკავშირებით. ივანიშვილი დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ნაცვლად მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციისა. იმ მმართველი პარტიის, რომელსაც უკავშირდება შეერთებულ შტატებთან ზემოთაღნიშნული მჭიდრო ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმტკიცება. ყველაზე ოდიოზურია, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილია საქართველოს დესტაბილიზიაციის ფაქტორად და პუტინის მოკავშირედ. ერთ წინადადებაში მოქცეული ეს წინააღმდეგობრივი მოსაზრება პირდაპირ იმეორებს ქართული ოპოზიციის ნარატივს, რომლის გასაღებიც ნაცმოძრაობის ლობისტურ საქმიანობაშია მოსაძებნი.

ნაცმოძრაობის მთავარ ტელევიზიაში პარტიის ლობისტებთან მთავარი წარმომადგენლის, ბათუ ქუთელიას გამოყვანა ამ თემაზე ძირითად სპიკერად, აღნიშნული პროცესის ყველაზე მკაფიო ილუსტრაციაა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბათუ ქუთელიამ შეადგინა ხელშეკრულება რენდი შენემანთან ნაცმოძრაობის სახელით, რომელმაც მოგვიანებით დაადასტურა, რომ ნამდვილად სარგებლობს ქუთელიას ანალიტიკური სერვისით.

საარჩევნო პოლიტიკური ბრძოლა მძაფრდება როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე საქართველოშიც. ოპოზიცია რომ რევანშის მიზნით არ ერიდება ქვეყნის ინტერესების შელახვასაც, არახალია. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკვე გაიხსენა ქართული ოცნების წინააღმდეგ სხვადასხვა დროს დაგეგმილი მსგავსი დემარშები" - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა