logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საჯარო რეესტრმა წინასაარჩევნო პერიოდისთვის პოლიტიკურ პარტიათა რეესტრის ცხელი ხაზი აამოქმედა
საჯარო რეესტრმა წინასაარჩევნო პერიოდისთვის პოლიტიკურ პარტიათა რეესტრის ცხელი ხაზი აამოქმედა
10:45 11.06.2020
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრთან დაკავშირებულ საკითხებზე ცხელი ხაზი ამოქმედდა.

წინასაარჩევნო პერიოდისთვის სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზი (+995 32) 225 15 27 უზრუნველყოფს პარტიების რეესტრთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაინტერესებულ პირთათვის და პარტიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას.

დაინტერესებული პირების ინტერესს უმეტესად პარტიის სარეგისტრაციოდ წარმოსადგენი დოკუმენტების, მათი შინაარსისა და რეგისტრაციის პროცედურების შესახებ, პარტიის ამონაწერისა თუ დოკუმენტაციის ასლების მოთხოვნის თაობაზე ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. ცხელ ხაზზე შესაძლებელია ახალი პოლიტიკური გაერთიანების დარეგისტრირების, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების, სარეგისტრაციო პროცედურებთან, ამონაწერის მიღებასთან დაკავშირებულ და სხვა საკითხებზე კითხვების დასმა და კვალიფიციური კონსულტაციის მიღება. ცხელი ხაზით სარგებლობა დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

ცხელი ხაზის კონსულტანტები დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას მიაწოდებენ პარტიათა რეესტრის, მათ შორის, პარტიის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადება, ყრილობის ოქმი, წევრთა სია, წესდება და ა.შ.) საკითხებზე.

ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით შესაძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება პარტიათა რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტების შესახებ (მათ შორის, პოლიტიკური სუბიექტის სახელწოდება, მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, ინფორმაცია ხელმძღვანელის შესახებ და სხვ).

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაციას საჯარო რეესტრი 2012 წლიდან ახორციელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა