logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 ირაკლი მეზურნიშვილი: უნდა გავაჩინოთ ჯანსაღი კონკურენცია და სამართლიანი თამაშის წესები თხევად გაზსა და ბუნებრივ აირს შორის, რომელიც დღეს დარღვეულია
ირაკლი მეზურნიშვილი: უნდა გავაჩინოთ ჯანსაღი კონკურენცია და სამართლიანი თამაშის წესები თხევად გაზსა და ბუნებრივ აირს შორის, რომელიც დღეს დარღვეულია
20:11 10.06.2020
"ჩვენ ამ ცვლილებით უნდა გავაჩინოთ ჯანსაღი კონკურენცია და სამართლიანი თამაშის წესები თხევად გაზსა და ბუნებრივ აირს შორის, რომელიც დღეს დარღვეულია. ასეთი კონკურენტუნარიანობის შედეგად მივიღებთ დარეგულირებულ ფასებს. ასევე, ძალიან მნიშნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება ევროპული პრაქტიკა - ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების გრადაცია, ანუ ბენზინზე აქციზის ფასი იქნება 37,8 თეთრი, დიზელზე - 33,5 თეთრი, შემდეგ იქნება თხევადი გაზი და ბოლოს ბუნებრივი აირი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საგადასახადო კოდექსში ცვლილებზე საუბრისას, რომელიც ნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის არსებული მოდელის სრულყოფას და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს.



მისივე თქმით, დღეს არის თხევადი გაზის დაბეგვრის ორეტაპიანი რთული სისტემა და ცვლილებებით მოხდება მათი გაერთიანება და მოხდება ერთიანი გადახდა.



როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, დღეს სოციალური თხევადი გაზი უფრო ძვირია, ვიდრე კომერციული გაზი.



"დღეს ძალიან დიდი ხარვეზია. როდესაც სტატისტიკა ვნახეთ აღმოჩნდა, რომ იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში გაზრდილი გაზიფიკაციის გამო სოციალური გაზის მოხმარება შემცირებულიყო, მოხდა პირიქით, მისი მოხმარება გაიზარდა, ხოლო კომერციულ გაზში ცვლილება არ იყო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ხდება სოციალური გაზის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, კერძოდ, მანქანის საწვავად გამოყენება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.



როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, ცვლილების შედეგად თხევადი გაზის ფასის გაზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდა, ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობისთვის მოახდენს ფასის სხვაობის სუბსიდირებას.



მისივე თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ნავთობპროდუქტი, რომელიც თხევადი გაზის ერთ-ერთი სახეობაა, შემოდიოდა აბსოლუტურად დაბეგვრის გარეშე და ამ ცვლილებებით მასზე აქციზი დაწესდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა