logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით 2021-2023 წლებში
ირაკლი მეზურნიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით 2021-2023 წლებში
20:04 10.06.2020
"საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ასევე მსოფლიო ბანკს ძალიან ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან დაკავშირებით 2021-2023 წლებში. ასევე აღინიშნება, რომ მომდევნო წლებში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს პარამეტრების და ეკონომიკური ზრდის მავნებლები ძალიან სწრაფი ექნება", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.



მისივე თქმით, კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებას მოუწია ქვეყნის მთელი ბიუჯეტის გადალაგება, სხვადასხვა ხარჯვითი ნაწილის შემცირება, რის შედეგადაც პარლამენტში წარმოდგენილია ისეთი ბიუჯეტი, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს მეტ-ნაკლებად გადალახოს ეს კრიზისი და წლის ბოლოსთვის დაუბრუნდეს ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომლითაც დაიწყო 2020 წელი.



"ძალიან მტკივნეულია ის, რომ მაგალითად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც წლის დასაწყისში ისტორიულ მინიმუმზე იყო - 5.1%, სამწუხაროდ გაგვიორმაგდება და დაგვაბრუნებს ძალიან ცუდ მაჩვენებელზე. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული, რათა სწორად გავმართოთ ის პოსტკრიზისული გეგმა, რომელზეც არამარტო ქართველი ეკონომისტები, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიდან წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები და სხვადასხვა ეკონომისტები მუშაობენ და რომელსაც სულ მალე წარვუდგენთ ჩვენ საზოგადოებას. ძალიან სწორად უნდა მოხდეს ახალი მიმართულებების განვითარება, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს 2021-2023 წლებში დავიბრუნოთ კი არა, პირიქით, უფრო გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკის ზრდა", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისივე თქმით, პანდემიამ გლობალურ ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა და ამ ფონზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნების.



"პანდემიის გამო, 2020 წელს, ევროზონას მთლიანად დაახლოებით - 9.1% ეკონომიკური ზრდა ექნება. იგივე შეიძლება ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებზე და თუნდაც იაპონიაზე, რომელსაც ეკონომიკური ზრდა - 6.1% ექნება. ეს იმას ნიშნავს, რომ აქაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა არის უფრო მეტი, ვიდრე მათი, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება პანდემიის შესაძლო მეორე ტალღა და როგორი მომზადებულ დახვდება მას მსოფლიო", - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა