ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს ევროპულ საქმეთა კომიტეტის
თავმჯდომარესთან ტომას ვალასეკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
დავით სონღულაშვილმა ტომას ვალასეკს საქართველოში COVID-19-თან დაკავშირებული ვითარება, მთავრობის ანტი-კრიზისული ეკონომიკური გეგმის განხორციელების მდგომარეობა და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი გააცნო.
,,საქართველომ ეტაპობრივად განახორციელა COVID-19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. ამ დროისათვის ქვეყანა შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზეა. მუშაობა განაახლა ყველა სახის რესტორანმა, მოძრაობა დაიწყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, ქვეყანაში 15 ივნისიდან იწყება შიდა ტურიზმი და 1 ივლისიდან ველოდებით საერთაშორისო ტურისტებს".
მხარეებმა ისაუბრეს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე და განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.

















