logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება
გიორგი გახარია: სახელმწიფო ვალდებულია, დაეხმაროს ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება
12:11 10.06.2020
სახელმწიფო ვალდებულია და სოციალური პასუხისმგებლობა აქვს იმაზე, რომ პირველ რიგში დაეხმაროს სოციალურად დაუცველს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც პირველ რიგში დახმარება სჭირდება. ჯანმრთელ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანს, რა თქმა უნდა, უნდა შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ იგი, პირველ რიგში, თავის თავს მიეხმაროს, ოჯახს შემოსავალი შეუქმნას და მერე სხვებსაც მიეხმაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებთან შეხვედრისას, სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამის ძალიან კარგი მაგალითია გიორგი მჭედელიშვილი - ნიქოზის სანერგე მეურნეობის მფლობელი.



"ეს არის სწორი მიდგომა და ამის ძალიან კარგი მაგალითია გიორგი. მადლობა ყველას აქ მოსვლისთვის და როგორც გორის ვაშლის ბაღებიდან წამოვიღეთ ერთი-ორი კარგი იდეა და გავაკეთეთ, მითხარით რაღაც ისეთი, რასაც წავალ და რაც შესაძლებელი იქნება გავაკეთებ. ეგ არის და ეგ. აქ კიდევ ლოკალურად, თუ რაღაც დახმარება გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს სეზონი გადავატაროთ და 2021 წელს უფრო ძლიერად შევხვდეთ ეკონომიკურად, ამისთვისაც შემიძლია რაღაც ნაბიჯები გადავდგათ, ეფექტური და რეალისტური და არა ისეთი, რომ გამიუქმეთ გადასახადები - მარტივია ასე ყველაფრის მოთხოვნა. რეალურად, უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ეს წელი, წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება," - განაცხადა პრემიერმა.



გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეპიდემიას მართავს, მაინც დიდი რისკების ქვეშაა და მნიშვნელოვანია მუდმივი სკრინინგი ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის მიზნით.



"მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ვმართავთ ეპიდემიას ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ, თუ ახლა სწორად არ დავალაგეთ და ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის სწრაფი გამოვლენა, ე.ი. ტესტირების გაკეთების სწრაფი მექანიზმები უნდა იყოს ქვეყანაში, უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს მაღალი რისკის შემცველი წერტილების, რათა ინფიცირება გამოვლინდეს სწრაფად. შემდგომ ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად, რომ სწრაფად უმკურნალოს ადამიანს და დაუბრუნოს თავის სამუშაო ადგილს, ეკონომიკას, ფერმერი - ბაღში, მუშა - ქარხანაში, მეცნიერი - ინსტიტუტში, მოსწავლე - სკოლაში და საჯარო მოხელე იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს. ეს ყველაფერი უნდა მოვასწროთ 4-5 თვეში, რადგან არავინ იცი რა იქნება. სერიოზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებაში, ხან ამბობენ - იქნება მეორე ტალღა, ხან კი ამბობენ, რომ არ იქნება. ხან ამბობენ - 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან ამბობენ, რომ 2 წელი კიდევ არ იქნება. გაურკვევლობაა, დიდი გაურკვევლობა, ამ კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა