logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
11:15 10.06.2020
2020 წლის 10 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაერ-ს მაღალი დონის ღონისძიებაში - "გაერო-ს ქარტია 75 წლის შემდეგ: მულტილატერალიზმი დანაწევრებულ მსოფლიოში" (The UN Charter at 75: Multilateralism in a Fragmented World). ღონისძიება სინგაპურის, როგორც მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) მომწვევი ქვეყნის ორგანიზებით იმართება.

ღონისძიების ფარგლებში მოხსენებით წარსდგებიან გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის პრეზიდენტი, ტიჯანი მუჰამად ბანდე, FOSS-ის თავმჯდომარე, სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვივიან ბალაკრიშნანი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი, მერი რობისონი, გაერო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები.

ღონისძიება მიეძღვნება გაერო-ს ქარტიის 75-ე წლისთავს და მრავალმხრივი დიპლომატიის როლს დღევანდელ მსოფლიოში. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება დაეთმობა მულტილატერალიზმის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზების განხილვას.
გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მდგრადი მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის საქმეში მრავალმხრივი დიპლომატიის როლსა და საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს პრინციპების უპირობო შესრულების აუცილებლობაზე. მინისტრი, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ მცირე სახელმწიფოთა ფორუმი პირველად 1992 წელს, გაერო-სთან სინგაპურის დელეგაციის ორგანიზებით იქნა მოწვეული და მას შემდეგ, სწორედ სინგაპურის ეგიდით იმართება ყოველწლიურად. ფორუმის მიზანია გაერო-ს წევრი მცირე სახელმწიფოების პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა და საერთო ინტერესების საკითხებზე პოზიციათა შეჯერება.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა