logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი კახიანი: ახალი რეგლამენტის ნორმები იქნება კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისი
გიორგი კახიანი: ახალი რეგლამენტის ნორმები იქნება კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისი
20:53 09.06.2020
"ის, რომ ჩვენ ახალი რეგლამენტის მიხედვით სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს არ ვაძლევთ ერთი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას, ეს არის კონსტიტუციის სულისკვეთებასთან შესაბამისობაში. ეს ლოგიკა იყო ჩადებული რეგლამენტში და ვფიქრობ ამ თვალსაზრისით სრულიად შეესაბამება რეგლამენტის პროექტი კონსტიტუციის სულისკვეთებას",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.



გიორგი კახიანმა ახალი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე და მათი შემოღების ლოგიკასა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.



"კონსტიტუციური ნორმის შესაბამისად, ერთი პარტიის წარდგენით არჩეული პარტიის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. კონსტიტუციაში არ არის ის ჩანაწერი, რომელიც ჩვენ რეგლამენტის პროექტში გვაქვს და კერძოდ ის, რომ სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს არა აქვთ ასევე უფლება შექმნან ერთი ფრაქცია. ასეთი ჩანაწერი არა არის, მაგრამ კონსტიტუცია სხვადასხვა პარტიის წევრების მიერ ერთი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას არ იძლევა, ანუ კონსტიტუციური სულისკვეთება ჩემი აზრით, გულისხმობს იმას, რომ ერთი, არ მოხდეს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც არის პარლამენტში, როდესაც ერთი ფრაქცია ხელოვნურად იშლება და ერთი ფრაქციისგან მრავალი ფრაქცია კეთდება და მეორე, ის, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს აქ ჰქონდეთ ერთი ფრაქციის შექმნის უფლება.



რატომ ვთვლი ასე. კონსტიტუციის მიხედვით საქართველოში არის პროპორციული არჩევნები, ანუ 150-ვე პარლამენტის წევრი აირჩევა პროპორციული სიით და როდესაც განისაზღვრა ის, რომ 7 წევრია საჭირო ფრაქციის შესაქმნელად, შემთხვევით არ მოსულა ეს ციფრი, იგულისხმებოდა ის, რომ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ავტომატურად გულისხმობს, რომ ესა თუ ის პარტია, რომელიც 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავდა, წარმოდგენილი იქნებოდა სულ ცოტა 7 პარლამენტის წევრით. სწორედ აქედან განისაზღვრა ის, რომ ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა 7 პარლამენტის წევრის გაერთიანება. იმავდროულად, კონსტიტუციაში არ წერია ის, რომ სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილ პარლამენტის წევრებს შეეძლოთ ერთი ფრაქციის შექმნა, იმიტომ, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელი იქნებოდა იმ დათქმებიდან გამომდინარე, რაზეც მე ვისაუბრე",-განაცხადა გიორგი კახიანმა.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა