logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა: ვამაყობ გახსნილობის იმ ხარისხით, რაც ამ პარლამენტს აქვს
კახა კუჭავა: ვამაყობ გახსნილობის იმ ხარისხით, რაც ამ პარლამენტს აქვს
20:49 09.06.2020
"მგონია, რომ არ მოუსმინეთ ჩემს დასმულს კითხვას, შეთავაზებას და პასუხებს აკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდოდათ წარმოგედგინათ. პირველ რიგში, არსად მიხსენებია არც კომიტეტის დახურვაზე და მითუმეტეს, გამჭვირვალეობის რამენაირად შეზღუდვაზე", - ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, ირინა ფრუიძის გამოსვლას პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს.



კახა კუჭავას განცხადებით, მისი გამოსვლაში საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ გახდეს უფრო ეფექტიანი პარლამენტის კომიტეტების მუშაობა.



"ზოგი კომიტეტის სხდომა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ 5-6 საათი გრძელდება და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული საგნობრივ განხილვასთან და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია კომიტეტის სხდომის შუალედში შემოვიდეს, დასვას კითხვა და ა.შ. თუ მეტყვით, რომ მოგწონთ ეს, მაშინ ამაზე საერთოდ აღარ გავაგრძელებ ლაპარაკს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, არის შემოთავაზება, რომ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ცნობილი იყო სხვადასხვა საკითხზე ფრაქციებიდან გამომსვლელების მსურველები, რაც კომიტეტის მუშაობას უფრო კონსტრუქციულს გახდის.



"არ მიხსენებია და არც კი ვიკადრებ ვახსენო, რომ რომელიმე ადამიანს შეეზღუდოს შემოსვლა ან დაიხუროს გამჭვირვალობა და ტრანსლაცია ან ნებისმიერ სხვა სახის გაშუქება და იგივე მონაწილეობა კომიტეტის სხდომაზე. მაგრამ აქვე ვახსენე, თუ კარგად მოისმენთ, რომ თუ კომიტეტის წევრების გარდა სხვა ვინმეს სურს მონაწილეობა, ვგულისხმობ დეპუტატებს, ამ შემთხვევაში ფრაქციებს, შეუძლიათ თქვან, რომ მათი ფრაქციიდან იქნება 2-3 ადამიანი, ვინც გააკეთებს კონკრეტულ საკითხზე მოხსენებას. ვინაიდან წინასწარ, სამი დღით ადრე კეთდება ყველა კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი, ამის გაკეთება შესაძლებელია. ამას გთავაზობთ სამსჯელოდ იმისთვის, რომ უფრო კონსტრუქციული და უფრო შინაარსობრივი იყოს კომიტეტების მუშაობა", - განაცხადა კახა კუჭავამ.



მისივე თქმით, პარლამენტში საკომიტეტო მუშაობა უნდა გახდეს გაცილებით უფრო ეფექტიანი და არ დაემსგავსო სასესიო განხილვებს.



"ამიტომ ღიაობა, ვინმეს მონაწილეობის შეზღუდვა, ფინეთთან შედარება, სადაც კომიტეტის სხდომები დახურულია, არ მიხსენებია, არც ვახსენებ და დიახაც, მე ასევე ვამაყობ გახსნილობის იმ ხარისხით, რაც ამ პარლამენტს აქვს და დარწმუნებული ვარ ექნება კიდეც", - აღნიშნა კახა კუჭავამ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა