logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ მაჭარაშვილი: კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩანაწერს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ
გურამ მაჭარაშვილი: კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩანაწერს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ
20:32 09.06.2020

"დღევანდელი მოცემულობით, ფრაქციის შესაქმნელად 6 პარლამენტის წევრის გაერთიანება არის საკმარისი. კონსტიტუციაში ცვლილებით ფრაქციის შექმნისთვის 7 პარლამენტის წევრის გაერთიანებაა საჭირო. ეს ჩანაწერი კონსტიტუციის 41-ე მუხლში არის, რომლის საწინააღმდეგოს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ", - აღნიშნული განმარტება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.



მისი თქმით, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. "პარტიის მიერ კი არა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მოქალაქეს, რომელიც გახდა პარლამენტის წევრი, და ასეთი შეიძლება იყოს შვიდი - ამ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგო არაფერია რეგლამენტში ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება 1%-იან ბარიერს, ჩვენ ვიცით ეს რატომ გაკეთდა ერთჯერადად. კონსტიტუციის ცვლილებების დროს ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა ექვსიდან შვიდამდე კი არ უნდა გაგვეზარდა არამედ, უნდა დაგვეწია სამზე. თუ ჩვენ ვთვლიდით, რომ 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში შეიძლება არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც 2 ან 3 წევრი შეიყვანონ პარლამენტში, ამ შემთხვევაში, სხვა პარტიებთან ერთად შეიძლება რომ გაერთიანდნენ, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმას, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პარტიები, რომელთა ამომრჩევლებიც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების და გემოვნების არიან, შესაძლოა ერთ ფრაქციაში მოიყარონ თავი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ჩანაწერის პრინციპს, რომელიც ჩვენ მივიღეთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა