logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შორის 9 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ
ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შორის 9 ივნისს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ
17:00 09.06.2020
2020 წლის 9 ივნისს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შორის, ლიეტუვას მხარის ინიციატივით. საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობისარსებული დინამიკა და სამომავლო პრიორიტეტები, რაზეც 11 ივნისს გაიმართება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და პარტნიორობის ამბიციური მიზნების დასახვასა და განხორციელებაში ერთობლივ ძალისხმევას. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა დეტალურად გააცნო კოლეგას ქართული მხარის პრიორიტეტები.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის აქტიურ და კოორდინირებულ პოლიტიკას კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში. პანდემიასთან წარმატებულად გამკლავების ფონზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურისტებისთვის 1 ივლისიდან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას დააღინიშნა ლიეტუვას მხარის მზადყოფნა, საქართველოსთან, როგორც უსაფრთხო ტურიზმის დანიშნულების ქვეყანასთან, აქტიურად ითანამშრომლოს ამ მიმართულებით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ. ამ კონტექსტში ლინას ლინკევიჩიუსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება დააღნიშნა საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა.დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგას აღნიშნული მიმართულებით და დაუდასტურა, რომ არჩევნები კვლავაც დემოკრატიული სტანდარტების მაღალი დაცვით გაიმართება.

მხარეები შეთანხმდნენ განხილული თემების შემდგომ კოორდინაციაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა