logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, რან გიდორს შეხვდა
მამუკა მდინარაძე ისრაელის სახელმწიფოს ახალ ელჩს, რან გიდორს შეხვდა
16:56 09.06.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ამ კუთხით არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი და 8 მარტის შეთანხმებით დაინტერესდა.

„ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. სტუმარს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე 8 მარტის შეთანხმების შესახებ იმიტომ, რომ როდესაც შეთანხმების მეორე მხარე ძალიან ცუდად სპეკულირებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ყველა დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე.

„კორონავირუსის გამო, ისრაელიდან ჩვენს ქვეყენაში ტურისტების შემოსვლაში შეიძლება გარკვეული შეფერხება გამოიკვეთოს, თუმცა მათ იმდენად კარგი მენეჯმენტი აქვთ, რომ ვფიქრობ, ისინი ამ პრობლემას მალე დაძლევენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, ისრაელის სახელწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციები გაცვალეს.

„ბატონი რან გიდორი საქართველოს დიდი მეგობარია. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ის საქართველოში დიპლომატიური მისიით არის მოვლინებული. 90-იანი წლების ბოლოს, ბატონი რან გიდორი საქართველოში ისრაელის ელჩის მოადგილედ და კონსულად მუშაობდა. ის კარგად იცნობს საქართველოს, იცის ჩვენი კულტურის და ტრადიციების შესახებ და მხარს უჭერს ჩვენს ევროპულ და ზოგადად, დასავლურ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ძალიან დიდ პატივისცემას როგორც მის მიმართ, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა