საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაცია ღია დემოკრატიის კომიტეტმა სლოვენიაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად აკრედიტაცია მიიღო.
როგორც „ნიუსპრესს“ ღია დემოკრატიის კომიტეტიდან აცნობეს, ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ სლოვენიამ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში, დემოკრატიული ღირებულებებისადმი თავისი ერთგულება კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
ღია დემოკრატიის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მეფორდის განცხადებით, კომიტეტისთვის აღნიშნული აკრედიტაციის მიღება დიდი პატივია.
მისი თქმით, სლოვენიას საერთაშორისო გამჭვირვალობის კოალიციის კორუფციის აღქმის ინდექსში 35-ე ადგილი უჭირავს, რაც შთამბეჭდავია.
„ღია დემოკრატიის კომიტეტი დაკვირვებისას მკაცრი იქნება, თუმცა, იმ ქვეყნის ხილვა სასიამოვნოა, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ასეთი ერგულია“ - აცხადებს ბრაიან მეფორდი.
სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 11 ნოემბერს გაიმართება.

















