logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შეხვდა
18:29 08.06.2020
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით იმ წვლილისთვის რაც კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ და ნაფიც მსაჯულთა სასმართლოს განვითარების მიმართულებით დახმარებას ეხება. შეხვედრაზე ასევე ირაკლი შოთაძემ კელი დეგნანს საქართველოს პროკურატურის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო.

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურასა და აშშ-ის საელჩოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს. ასევე დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, პროკურატურის სისტემის განვითარების კუთხით გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას მჭიდრო თანამშრომლობისთვის,საერთაშორისო დანაშაულებების გამოძიების საქმეებში ჩართულობის და დახმარებისთვის,ასევე საექსტრადაციო საკითხებში დახმარებისთვის.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორთან. გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის ექსტრადიციები, საქართველოსა და შეერთებული შტატებისთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები. ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვის და ამომრჩეველთა დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“ -განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზეც ისაუბრეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტურს გახდის პროკურატურის რეფორმირების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობას.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები - ბაკურ აბულაძე, გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი, გიორგი ბადაშვილი, ამერიკის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკლ გრანტი და საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა