logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შალვა კიკნაველიძე: ხელისუფლება სოფლის განვითარების მიზნით სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამს
შალვა კიკნაველიძე: ხელისუფლება სოფლის განვითარების მიზნით სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამს
13:03 08.06.2020
შალვა კიკნაველიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში, კოოპერატივი "აგრომომავალის" მიერ გაშენებული ჟოლოს მეურნეობა დაათვალიერა. უმრავლესობის წევრმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან ერთად, პირველი მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ შეღავათებსა და დამატებით შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

"ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლეს სახელმწიფოს დახმარებით ადგილობრივმა ფერმერებმა 2 წელში საკუთარი მეურნეობის მნიშვნელოვნად გაფართოება. წელს კოოპერატივი პირველ მოსავალს იღებს და ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტი გამოჩნდება. მომავალი წლიდან კი, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი USAID- ის დახმარებით, კოოპერატივს იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი უნიკალურო სამაცივრე მეურნეობაც ექნება, რაც ქართული პროდუქტის უცხოეთის ბაზარზე გატანის საშუალებას მისცემს"-განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთით არსებოს.

"ხელისუფლება სოფლის განვითარების მიზნით სწრაფ შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამს. სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ზოგადად სოფლის განვითარების კუთხით, ბოლო პერიოდში, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები უპრეცენდენტოა. ამიტომ, ჩვენთვის დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაქსიმალურად ბევრი ადამინი დავაინტერესოთ ადგილობრივი წარმოებით. ამ პროცესში, როგორც მოქმედი მეურნეობების, ასევე დამწყები ფერმერებისა და უბრალოდ დაინტერესებული პირების ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, არსებობს კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, უკვე შემდგარი ადგილობრივი ბიზნესის არაერთი მაგალითი, რომელთა გათვალისწინებითაც ვფიქრობ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებით"- განაცხადა ზესტაფონის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

კოოპერატივი "აგრომომავალი" 10 ადგილობრივი ფერმერის ბიზნესია. 2018 წელს "დანერგე მომავალის" დახმარებით 8 ჰექტარ მიწაზე დაწყებული მცირე მეურნეობა დღეს უკვე 25 ჰექტარზე გაშენებული ჟოლოს პლანტაციაა. კოოპერატივმა USAID-ისგან სპეციალური სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად გრანტიც მიიღო და 2021 წლიდან ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა