logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილებები შედის
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილებები შედის
18:51 05.06.2020
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა კონსტიტუციასთან თავსებადობის თვალსაზრისით გახდა საჭირო. მე-10 მოწვევის პარლამენტს უნდა დახვდეს ისეთი რეგლამენტი, რომელიც კონსტიტიუციასთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, არსებობს არა უმცირესობა და უმრავლესობა, არამედ საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო სიითი უმრავლესობა, რომელიც მინიმუმ 76 დეპუტატისგან უნდა იყოს შემდგარი. მისივე განმარტებით, თანამდებობის პირები აღარ იქნებიან უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები. ასევე, ცვლილება ხორციელდება ფრაქციის დაკომპლექტების ნაწილშიც.

„პარლამენტში ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები, რომელთა მინიმალური რაოდენობა იქნება 7. ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატები ვერ შექმნიან 1-ზე მეტ ფრაქციას. ეს იმიტომ, რომ „პარტია უდრის ფრაქციას“ პოლიტიკურ პლატფორმაში აუცილებელი მიზანია, პარლამენტში პოლიტიკური პარტია იყოს წარმოდგენილი ზუსტად იმ ფორმატით, როგორც არის ის არჩეული“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი განმარტებით, ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი პირები თუ პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ დატოვეს ეს ფრაქცია და პარტია, მათ აღარ ექნებათ საშუალება გაერთანდნენ და ცალკე, სხვა ფრაქცია შექმნან. თუ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ 7 წევრზე ნაკლები შეიყვანა პარლამენტში, სხვადასხვა პარტიებიის წარმომადგენლები არ შეიძლება ერთ ფრაქციად შეიკრიბნონ და ჩამოყალიბდნენ.

„ეს იმიტომ, რომ არჩევნები პოლიტიკური პროცესია, რომელზეც ხალხი განსაზღვრავს, რომელი პოლიტიკური პარტია რა პროცენტულობით უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. მისი ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე იყო შენიშვნა, რომ სარჩევნო ბლოკში შემავალ რამდენიმე პარტიას ჰქონდეს ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა, რაზეც მსჯელობა შესაძლოა გაგრძლდეს .

მისი თქმით, ეს რეგულაციები არ გავრცელდება დამოუკიდებელ მაჟორიტარებზე, ანუ მათზე, ვინც არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი და არა რომელიმე პარტიის მიერ.

როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, მართალია, საპარლამენტო სიითი უმრავლესობა შეიქმნება, თუ 76-ზე მეტი დეპუტატია ერთ ფრაქციაში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო 76 მანდატის მოპოვება, დგება სხვა ფრაქციიდან წევრების ან უფრაქციოდ დარჩენილი დეპუტატების დამატების საკითხი. მისი განცხადებით, მცირდება ვიცე-სპიკერების რაოდენობაც: პირველი ვიცესპიკერის გარდა, კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი სიითი უმრავლესობიდან, ხოლო მეორე - საპარლამენტო ოპოზიციიდან იქნება წარმოდგენილი.

„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრება რეგლამენტის განხილვის პროცეს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მეათე მოწვევის პარლამენტის სხვა სუბიექტებთან ერთად, ოპოზიციის საკითხების, მათ შორის, უფლებების განხილვა მიმდინარეობს “, -აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა