logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კახიანი: თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა
გიორგი კახიანი: თუ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევა
10:35 05.06.2020
საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტვ „იმედის“ ეთერში. „ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ ამ პროცესში. საუბარია საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებსა და კონსენსუსზე, რომელიც, თუ უახლოესი ათწლეულების საპარლამენტო ცხოვრებას გადავხედავთ, ჯერ არ ყოფილა. პირველად არის ასეთი კონსენსუსი მიღწეული. უბრალოდ, ამას სჭირდება რეალიზება“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი ინფორმაციით, დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთრში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. მისივე განცხადებით, შემდგომი განხილვა აჭარის მაუწყებლით გადაიცემა.

„საყოველთაო-სახალხო განხილვისას კიდევ მოვისმენთ, თუ იქნება რაიმე საინტერესო შენიშვნა და საჭიროების შემთხვევაში, გავითვალისწინებთ კიდეც“, -აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

რაც შეეხება მხარდაჭერის საკითხს, მისი ინფორმაციით, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“, ასევე, ფრაქცია „დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები“ ღიად აცხადებენ, რომ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

„იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი კიდეც რომ არ დაუჭიროს, ეს ინიციატივა მაინც განხორციელდება იმიტომ, რომ უმრავლესობა არის ერთგული იმ შეთანხმების, რომელიც ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გავაფორმეთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა. მისი თქმით, თუ ამ ორი ოპოზიციური ჯგუფის დეპუტატები ცვლილებებს მხარს არ დაუჭრენ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევიან, მით უმეტეს, რომ ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ.

„მგონია, რომ საბოლოოდ ისინი ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ და თუ ეს ასე არ მოხდება, ეს იქნება ისევ მათი დამაზიანებელი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც“, -აღნიშნა გიორგი კახიანმა. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ არათანმიმდევრულობის ასახელებს იმას, რომ ისინი საკუთარ შანსს არჩევნებში ვერ ხედავენ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ამ პროცესიდან გამიჯნულ პოლიტიკურ ძალას მომავალში დააყენოს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი, ვიცე-სპიკერმა უპასუხა, რომ ოპოზიცია ვერ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, მით უმეტეს მაშინ, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების პროცესში მისი წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ და დარჩებიან იმ პოზიციაზე, რასაც დღეს აცხადებენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება ექნება არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა