logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის
22:55 04.06.2020
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესრულდეს ეს პირობა, ეს არის პირობა, რომელსაც აქვს ორი მხარე - უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის გადანაწილებული და საზოგადოება დაინახავს, ვინ შეასრულებს ამ პასუხისმგებლობას და ვინ არა",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი არ დაუშვებს, რომ თუ იმ შემთხვევაში, ცვლილებებს კენჭისყრის დროს საფრთხე შეექმნება, ოპოზიციამ ეს "ქართულ ოცნებას" გადააბრალოს.



"ვინ იქნება მმართველი გუნდი და ვინ იქნება ოპოზიციაში, მათ შორის, ვინ იქნება უფრო მეტად წარმოდგენილი თუ უფრო ნაკლებად, ვის დაერქმევა მთავარი და ვის დაერქმევა მცირე ფრაქცია, ამას გადაწყვეტენ ჩვენი თანამოქალაქეები. ჩვენ, "ქართული ოცნება" ვენდობით და გვჯერა ჩვენი თანამოქალაქეების, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი საზოგადოება, ჩვენთვის ეს უპირობოდ იყო და იქნება მომავალშიც მისაღები. რაც შეეხება ამ საარჩევნო სისტემას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ შესრულდეს ეს პირობა, ეს არის პირობა, რომელსაც აქვს ორი მხარე - უმრავლესობა და ოპოზიცია, შესაბამისად, პასუხისმგებლობა არის გადანაწილებული და საზოგადოება დაინახავს, ვინ შეასრულებს ამ პასუხისმგებლობას და ვინ არა. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ თუ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას შეასრულებს და ამ ცვლილებებს, ღმერთმა ნუ ქნას, რამე საფრთხე შეექმნას კენჭისყრის დროს, არ დავუშვებთ, რომ ასეთ შემთხვევაში ოპოზიციამ სცადოს და ეს გადმოგვაბრალოს ჩვენ. პასუხისმგებლობები იქნება გამჭვირვალედ ნაჩვენები",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ იმ ოპონენტებს, რომლებიც, მისივე შეფასებით, ჯერ კიდევ გაორებულ და ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ პასუხისმგებლობის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.







" ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ, გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებს, ამავე დროს, როგორც პოლიტიკური პარტია ვემზადებით გამარჯვებისთვის. გვექნება ძლიერი პროგრამა, გვეყოლება განახლებული გუნდი და მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა