logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე ასახა კონსტიტუციაში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე ასახა კონსტიტუციაში სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა
22:53 04.06.2020
"ახლა ამ მომენტში არის საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელზეც ფართო კონსენსუსი არსებობს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს შორის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.



განხილვაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციური კანონის პროექტის მთავარი არსი განმარტა და შეკითხვებზე პასუხების გასაცემად მზადყოფნა დაადასტურა.



პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება შეეხება იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა იქნას გამოყენებული, რადგან 2024 წელს ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ქვეყნის საარჩევნო სისტემა შეცვალა.



"ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, მხარი დაუჭირა და ასახა კონსტიტუციაში პროპორციული საარჩევნო სისტემა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უბრალოდ, საზოგადოებამ გააკეთოს შედარება, რომ ის პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც დღეს ასე აქტიურად იცავს და ითხოვს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაშინ, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ ხელისუფლებაში, არცერთი ინიციატივა, არცერთი საკანონმდებლო გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, მათი მხრიდან არც ინიცირებული და არც მიღებული არ ყოფილა. შესაბამისად, ეს არის უკვე ისტორიული მოცემულობა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როგორც მმართველმა პარტიამ, მიიღო ეს გადაწყვეტილება და არცერთ სხვა პარტიას, წინა ხელისუფლებების პირობებში, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა სხვადასხვა საარჩევნო სისტემებზეც და განმარტა, რომ როგორც შერეული, ასევე, პროპორციული და მაჟორიტარული სისტემები ლეგიტიმურია და განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში შესაბამისი მაგალითებიც არსებობს. თუმცა, არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა მომავალი პოლიტიკისთვის უფრო შესაბამისი, დაბალანსებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებულია.



"ახლა ამ მომენტში არის საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელზეც, ფართო კონსენსუსი არსებობს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებს შორის. ეს ცვლილება ითვალისწინებს, პირველ რიგში, 120 30-ზე განაწილების შემოღებას, რაც ნიშნავს, რომ 120 დეპუტატი მომავალ პარლამენტში იქნება პროპორციული სიით დაკომპლექტებული, ხოლო 30 დეპუტატი პარლამენტში იქნება მაჟორიტარული ოლქებიდან არჩეული. მეორე საკითხი, რაც ასახულია ამ ცვლილებებში, ეს არის ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ გადალახავს ერთპროცენტიან საარჩევნო ბარიერს, ვერ შეძლებს თავისი წარმომადგენლების შეყვანას პარლამენტში. ეს ეხება ასევე ბლოკსაც, თავისი მულტიპლიკატორით, ბლოკზე არის კონკრეტული ჩანაწერი, რომ თუ პარტიები გადაწყვეტენ, ერთად მიიღონ მონაწილეობა ამ საპარლამენტო არჩევნებში, მაგ შემთხვევაში, მათთვის ბარიერი იქნება იმდენჯერადი, რამდენი პოლიტიკური პარტიაც გაწევრიანდება ბლოკში. მაგალითად, თუ ბლოკში იქნება 4 ან პოლიტიკური პარტია, მას მოუწევს ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. კიდევ ერთი საკითხი არის გაუნაწილებელი მანდატები, რომელიც ამ ინიციატივის მიხედვით, განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე, და ასევე, 40%-იანი ჩამკეტი, მოგეხსენებათ, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სპეკულირებდა, რომ თითქოს მმართველ პარტიას სურს 40 პროცენტზე ნაკლებით მიიღოს ხელისუფლება და სრული ლეგიტიმაცია, ჩვენ არასდროს გვითქვამს ასეთი და მეტიც, 2012 წლიდან დღემდე, არასოდეს, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში არ ყოფილა 40 %-ზე ნაკლები მხარდაჭერით, ამიტომ, რასაკვირველია, ჩვენ ამას ვეთანხმებით, და მეტიც, ეს ავსახეთ ამ ცვლილებებში, სადაც წერია, რომ პოლიტიკური პარტია თუ 40 %-ზე მეტ მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ის მთავრობას ვერ დააკომპლექტებს და უმრავლესობას ვერ შექმნის პარლამენტში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც ასახულია პაკეტში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა