logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის
22:45 04.06.2020
"მე პირადად, მიმაჩნია ძალიან მყარად, რომ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ზოგადად, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასეთია ბუნებრივია პროპორციული სისტემაც. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისთვის არის უმჯობესი არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა სატელევიზიო ფორმატში მიმდინარეობს.



ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულად პროპორციული არც ერთი სისტემა არ არის, მაგრამ არსებითად პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პლურალიზმის ხარისხი იყოს მაღალი და პარტიების დაბალანსებული წარმომადგენლობა ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო ორგანოში იყოს უზრუნველყოფილი. მისივე თქმით, გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ საკონსტიტუციო რეფორმის განხილვის პროცესში იქნა მიღებული, თუმცა, შიდა წინააღმდეგობის გამო და იმის გამო, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ მაშინ მხარი არ დაუჭირა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, სისტემა ვერ ამოქმედდა. ირაკლი კობახიძემ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებით და უარყოფით მხარეებზეც გაამახვილა ყურადღება.



"აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ განვიხილავდით საკონსტიტუციო რეფორმას, მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ, მაშინაც იყო სურვილი იმისა, რომ იმთავითვე ამოქმედებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა, მაშინ სამწუხაროდ, შიდა წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა 2020 წლისთვის ამ სისტემის ამოქმედება და შეგახსენებთ იმასაც, რომ მაშინ ოპოზიციამ გაუშვა ხელიდან შანსი, ვგულისხმობ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჯამში ფლობდნენ საკმარის ხმებს იმისათვის, რომ დაებალანსებინათ ის დანაკლისი, რომელიც ჰქონდა უმრავლესობას.



მათ რომ დაეჭირათ მაშინ მხარი პროპორციული სისტემისთვის 2020 წელს, ეს სისტემა ამოქმედდებოდა, თუმცა მათ თქვეს უარი. საუბარია იმ ორ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც კარგად იცით და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის. ჩვენ გადაწყვეტილება მაინც არ შეგვიცვლია, თუმცა, მოგვიწია 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.



მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა სუბიექტური ინტერესი, რომ დარჩენილიყო შერეული სისტემა, იმიტომ, რომ სუბოექტურადაც, ეს მას მათემატიკურადაც აძლევს ბუნებრივია უპირატესობას პაპრლამენტში მანდატების განაწილების დროს.

ოპოზიციურ პარტიებს ასევე სუბიექტურად აქვთ ყოველთვის ინტერესი, რომ სისტემა იყოს პროპორციული, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მათი მანდატების რაოდენდობა იზრდება, მაგრამ ჩვენ არ უნდა ამოვიდეთ სუბიექტური ინტერესებიდან, უნდა ამოვიდეთ ქვეყნის სუბიექტური ინტერესებიდან",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა