საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერს კომენტარი: "აღსანიშნავია, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას აქვს
ინტენსიური კომუნიკაცია სომხურ მხარესთან. რამდენიმე დღის წინ შედგა პრემიერ-მინისტრების გიორგი გახარიასა და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბარი.
კომუნიკაცია ასევე ხორციელდება ცალკეული მინისტრების დონეზეც.
დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინფორმაცია გაცვალეს COVID-19-ისპანდემიის მხრივ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე
დავით ზალკალიანმა სომხეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო სოლიდარობა გამოუცხადა სომხურ მხარეს და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა დახმარების აღმოჩენის მზაობა" - აცხადებენ უწყებაში

















