logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მასპინძლობით გამართულ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
გიორგი გახარიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მასპინძლობით გამართულ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
22:38 04.06.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მასპინძლობით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) სამიტში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა გლობალური პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოს, როგორც მცირე ზომის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა კორონავირუსის გლობალური პანდემიის შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის დაძლევა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

"ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოწვევაა ყველასთვის - მდიდარი და ღარიბი, დიდი და პატარა ქვეყნისთვის - ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ საერთო მიზანს - ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის. ამ პანდემიას დავძლევთ, თუმცა სამყარო მეტად უსაფრთხო უნდა გავხადოთ მომავალი თაობებისთვის. ეს კი ნიშნავს მოქალაქეების ჯანმრთელობას, ეფექტურ მმართველობას და მყარ ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI) და ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და მსოფლიოსთვის. ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI) და ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორები საქართველოს გვერდით არიან ბოლო წლებში ჩვენს მიერ განხორციელებული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ძალისხმევის ფარგლებში. ვამაყობ, რომ დღეს - ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში - საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეაგირება წარმატებულია ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ღონისძიების მიზანია - დამატებითი ფინასური რესურსის მობილიზება დონორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან გლობალური ვაქცინაციის ალიანსისთვის (Gავი), რაც ხელს შეუწყობს მომდევნო 5 წლის განმავლობაში 300 მილიონზე მეტი ბავშვის ინფექციური დაავადებებისგან დაცვას, შეამცირებს კოვიდ-19-ის მსოფლიო პანდემიის გავრცელებას და შექმნის ჯანმრთელ და უსაფრთხო სამყაროს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო პარტნიორები - გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, გერმანია, ახალი ზელანდია, კანადა, ავსტრია, ბელგია და სხვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა