logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი
ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი
22:36 04.06.2020
"პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება", -განაცხადა " ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას.



როგორც მან აღნიშნა, სახელისუფლებო გუნდს დათვლილი ხმები, რომელიც საკმარისია საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად იმ ორი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის გარეშეც.



"აქედან გამომდინარე, არ იქნება არანაირი დაბრკოლება საკონსტიტუციო კანონრპოექტის მიღების თვალსაზრისით. წინა წლების განმავლობაში განვახორციელეთ ფართომასშტაბიანი საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც გადავედით სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, შემოღებული იქნა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს კონსტიტუცია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულად ამოქმედდება ჩვენს ქვეყანაში, არის მთლიანად შესაბამისობაში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან, თუმცა გვრჩებოდა ერთი პრინციპული საკითხი - ეს იყო საარჩევნო სისტემის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც მოქმედებდა დროებითი, გარდამავალი დებულება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ამ გარდამავალი დებულების ცვლილებაზე, რომელიც გახდა თავის დროზე ოპოზიციის კრიტიკის საგანი. სწორედ აქ შედის პოზიტიური ცვლილება და ხდება ამ ნორმის გადასინჯვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, 120/30-ზე იძლევა დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფის საშუალებას.



"პრაქტიკულად, ამ შემთხვევაში, შედეგი რაოდენობრივი თვალსაზრისით, რომ ავიღოთ ჯამურად ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლობა, არის იმის იდენტური, რაც იქნებოდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, თუ იქნებოდა 5%-იანი ბარიერი დადგენილი. მაგალითისთვის რომ განვმარტო: რომ ჩატარებულიყო 2016 წელს პროპორციული არჩევნები 5%-იანი ბარიერით, "ქართულ ოცნებას" იმ შედეგით, ანუ 49%-იანი შედეგით ექნებოდა 91 მანდატი პარლამენტში და ამ სისტემითაც "ქართული ოცნება" მიიღებდა, ასევე, 91 მანდატს", - განმარტა ირაკლი კობახიძემ.



მისი განცხადებით, შედეგი , რასაც წარმოშობს ეს სისტემა, არის ზუსტად იმის იდენტური, რაც იქნებოდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემისას.



"ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, უკვე გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. აქვს კიდევ ერთი დადებითი მხარე იმ სისტემას, რომელიც არის შემოთავაზებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - ეს არის დაბალი საარჩევნო ბარიერი, რაც აძლევს პოლიტიკურ პარტიებს იმის საშუალებას, რომ შედარებით მარტივად მიიღონ საპარლამენტო წარმომადგენლობა და საპარლამენტო მანდატები. ეს არის 1%-იანი ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის და ეს არის გამრავლებული საარჩევნო ბარიერი საარჩევნო ბლოკებისთვის. რამდენი პარტიაც იქნება ბლოკში წარმოდგენილი, იმდენპროცენტიანი ბარიერი არის მისთვის დადგენილი", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას ორი მიზანი აქვს: ერთი - უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის სტაბილური განვითარება, მეორე - უნდა უზრუნველყოს პლურალიზმის მაღალი ხარისხი პოლიტიკურ სისტემაში და საპარლამენტო სპექტრში.



"ამ შემთხვევაში, ეს ორივე მიზანი არის სათანადოდ მიღწეული. ერთი- სტაბილურობა სათანადო დოზით იქნება უზრუნველყოფილი ამ საარჩევნო სისტემის საფუძველზე და მეორე - პლურალიზმის ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება. სავარაუდოდ, 6-7 პოლიტიკური პარტია მაინც გადალახავს იმ საარჩევნო ბარიერს, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით არის დადგენილი. შესაბამისად, ყველა ის ზოგადი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული საარჩევნო სისტემის შემუშავებისას, არის ამ შემთხვევაში დაცული და ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ სისტემამ უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პარლამენტის წევრს, მხარი დაუჭირონ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა