logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: ადამიანის უფლებები ნაცკლასტერისთვის უბრალო სტატისტიკა იყო
რატი იონათამიშვილი: ადამიანის უფლებები ნაცკლასტერისთვის უბრალო სტატისტიკა იყო
18:44 04.06.2020
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა შეაფასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ წინა და მოქმედი ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საინტერესო სხდომა გაიმართა და ის ფორმატი, რომელსაც საზოგადოება ადევნებდა თვალს ჩვენი გუნდის მიერ არის უზრუნველყოფილი. საუბარია, როდესაც პარლამენტი დადგენილებით იღებს სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და ჩვენ ამ დადგენილებით შესაბამის სამთავრობო უწყებებს დავალებად ვაძლევთ რეკომენდაციების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ანგარიშიდან 85%-ის გაზიარება მოხდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ თითოეულ უწყებას ან დასრულებული აქვს უკვე კონკრეტული რეკომენდაცია ან მიმდინარეობს შესრულების პროცესი. ეს მნიშვნელოვანია, რათა ადამიანის უფლებების სტანდარტი, ჩვენ ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად ვითარდებოდეს, რაც ყოველი ჩვენთაგანის ამოცანაა. ყოველივე ამის პარალელურად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც უფლებებზე ვსაუბრობთ, დღესაც ისე აღმოჩნდა როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხის დროს იყო - რადიკალური ოპოზიცია არც დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას არ დაესწრო, რაც თავის მხრივ მრავლისმეტყველია. სხდომაზე მე და ჩემმა კოლეგებმა არაერთი საკითხი წამოვჭერით, რომელიც მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ სამართლიანობის განცდა ჰქონდეს საზოგადოებას. ჩვენ ყოველთვის ავღნიშნავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების 85%-ის შესრულება მოხდა და რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს, ჩვენთვის ადამიანის უფლებებს როდესაც ეხება საქმე სტატისტიკა ნაკლებად მნიშვნელოვანია. თითოეული ადამიანის ერთი უფლების შელახვაც თანაბრად ძვირფასია ჩვენთვის და თანაბარ ვალდებულებას გვიჩენს იმისთვის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. სტატისტიკა ნამდვილად იყო ნაცკლასტერისთვის, იმიტომ რომ დღეს მერაბ ქვარაიამ სხდომაზე გაიხსენა ელენე თევდორაძის ინტერვიუ, რომელიც ციხის ბუნტის შემდეგ გაკეთდა. ციხის ბუნტის დროს, როდესაც ადამიანები დახოცეს და ეს ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხი იყო, რომ კიდევ 200 ადამიანი უნდა მოვკლათ და ჭკუით თუ არ იქნები შენც მიგაყოლებ - ეუბნევიან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის იმ დროინდელ თავმჯდომარეს. მეორეს მხრივ, პასუხი ბოკერიასგან, რომ 24 ათასამდე უნდა გავზარდოთ პატიმართა რიცხვი, რომ ახალი დაფინანსება მივიღოთ და ახალი ციხეები ავაშენოთ. ეს ნიშნავს, რომ მაშინ ადამიანებს იჭერდნენ იმისთვის, რომ სტატისტიკა შეექმნათ, რათა მეტი გრანტი აეღოთ თურმე, ანუ მათთვის სამართლიანობა და უსამართლობა არაფერს წარმოადგენდა. ეს არის ის სხვაობა ადამიანის უფლებების მიმართ თუ რა იყო და რა არის დღეს. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის გააზრება გვიჩვენებს სად ვიყავით, სად ვართ, ცხადია ჩვენ ამით კმაყოფილები არ ვართ, რადგან ადამიანის უფლებების სტანდარტი მოითხოვს მუდმივ, ძალიან ფხიზელ ზედამხედველობას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა