logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა
საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა
17:25 04.06.2020
2020 წლის 4 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მწვავედ დასვა კორონავირუსის პანდემიის დროს რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების თემა. მან შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის გააქტიურების გამო და აღნიშნა, რომ მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა გრძელდება ორივე ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გააქტიურებასა და დეზინფორმაციულ თავდასხმებზე საქართველოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ. ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებები მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას და ადგილზე არსებული ისედაც მყიფე უსაფრთხოების გარემოს გაუარესებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კორონავირუსის (Covid-19) პანდემიის ფონზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური დისკრიმინაციის აღმოფხვრის აუცილებლობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებისთვის გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვაზე საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს, რაც რიგ შემთხვევებში პაციენტთა გარდაცვალებით მთავრდება.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

მხარეები შეთანხმდნენ, რეგულარულ ფორმატში განაგრძონ კონსულტაციებისა და ონლაინ შეხვედრების ჩატარება, რათა მაქსიმალურად შეძლონ ადგილზე მიმდინარე პროვოკაციების აღკვეთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა