logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მერაბ ქვარაია სახალხო დამცველს: არის თუ არა განსხვავება სააკაშვილის დროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და იმ სისტემას შორის რომელიც დღეს გვაქვს?!
მერაბ ქვარაია სახალხო დამცველს: არის თუ არა განსხვავება სააკაშვილის დროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და იმ სისტემას შორის რომელიც დღეს გვაქვს?!
15:39 04.06.2020
„ძალიან კარგია, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საპატიმროებში არა გადამდებ დაავადებათა სკრინინგზე, ელექტრონული მეთვალყურეობის ვიდეოჩანაწერების შენახვის ხანგრძლივობის გაზრდაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალური პრევენცია იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია საუბარი იმაზე, რომ სარეაბილიტაციო პროგრამებში პატიმართა მოხვედრის რიცხვი უნდა გაიზარდოს, სწორედ ასეთ თემატიკას ვუსვამთ ხაზს და ძალიან კარგია რომ პატიმრები ისეთ საკითხებზე შემოგვჩივლებენ ხოლმე, რომელიც ბევრად უფრო რბილია და ბევრად იოლია, მაგალითად, გიგი უგულავამ შეიძლება დაიწუწუნოს იმაზე, რომ ის CNN-ს ვერ უყურებდა ციხეში და ძალიან კარგია რომ მას პრეტენზია აქვს, რომ მსგავსი ტიპის უზრუნველყოფაც ჰქონდეთ ციხეებში“, - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

მისი განცხადებით, რეალობაა ის, რომ დღეს არავინ ამბობს, რომ მას ციხეში აწამებენ, რომ მას ღამის სამ საათზე გაიყვანენ და ხელის მოგრეხვით გადააფორმებინებენ ქონებას, რომ ზეწოლას ახორციელებენ მათი ოჯახის წევრებზე და აპატიმრებენ მათაც, თუ რაღაცას ვერ შეასრულეს ისე, როგორც უნდა შეასრულონ და რასაც ავალებს მათ ხელისუფლება, რომ მათ არ ათავისუფლებენ ციხეებიდან, არ ახებენ ვადამდე გათავისუფლების და შეწყალების მექანიზმს, იმიტომ რომ ის პოლიტიკურად არის მიუღებელი.

„არის თუ არა განსხვავება სააკაშვილის დროინდელ სასჯელაღსრულების სისტემასა და იმ სისტემას შორის რომელიც დღეს გვაქვს? ეს ყველაფერი არის წარსულში. ეს არ არის დღევანდელ რეალობაში და ეს ძალიან სწორია, საღია, ჯანმრთელია და ეს ასე უნდა იყოს. ეს ჩვენი დამსახურებაა, მათ შორის სახალხო დამცველის და ყველა იმ უწყების ვინც ჩართულია ამ სისტემაში. ეს გზა და ეს მიმართულება აუცილებლად ასე გაგრძელდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა