logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მერაბ ქვარაია: გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა  ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ
მერაბ ქვარაია: გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ
15:38 04.06.2020
„გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“, - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშების მოსმენა მიმდინარეობს.

მან წინა ხელისუფლების პერიოდში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის ინტერვიუ გაიხსენა, სადაც ის ამბობს რომ - სამი ადამიანის დახოცვის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა, მან მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიმართა და უდანაშაულო ადამიანების დაცხრილვის ფაქტის შესახებ მოახსენა.

„მან მინისტრისგან პასუხად მიიღო, რომ ასეთივე 200 ბანდიტს სანამ არ გაისტუმრებდნენ იმ ქვეყნად, არ გაჩერდებიან ის რომ ამავე ინტერვიუში იგი საუბრობს გიგა ბოკერიას თეორიაზე, რომ აუცილებელია საქართველოში 24 000 პატიმრის ყოლა, რადგან თუ მივაღწევთ ამ ზღვარს შემდეგ უკვე წამოვა დახმარებები პატიმრებისთვის ციხეების ასაშენებლად. აი ასეთი არანორმალური რეალობიდან მოვდივართ ჩვენ. და ეს ადამიანები, რომლებსაც ანალოგიური პოლიტიკური კოდი და ანალოგიური ხედვები დღესაც აქვთ სახელისუფლებო დანაშაულის ხელწერის მქონენი, დღესაც პარლამენტში სხედან, დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამისთვის ილტვიან ყველა შესაძლო მეთოდებით“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

მან თხოვნით მიმართა სახალხო დამცველს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, 2005-2010 წლებში პატიმრებზე უკანონოდ დარიცხულ თანხებზე.

„განსაკუთრებით უკანონო, ყველანაირი ლოგიკიდან და კანონიდან იყო ამოვარდნილი 2005-2010 წლებში სააკაშვილის ხელისუფლების მოქმედება, როდესაც ბევრ პატიმარს არარეალური, არანორმალური თანხები დაარიცხეს. ეს დარიცხული თანხები დღესაც არსებობს ქაღალდზე. ამ ადამიანებმა ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ მოიხადეს სასჯელი, დღეს აგრძელებენ ცხოვრებას თუმცა, ტვირთად აწვებათ ის ვალდებულებები, რომლის გადახდაც არც სამართლიანია და არც ამის შესაძლებლობა აქვთ. ასეთი განცხადებები შემოდის, ერთობლივად მივაქციოთ ყურადღება, მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ 10 წელზე მეტია გასული ამ თანხების დარიცხვის შემდეგ და ამ თანხების ამოღების არც პერსპექტივა არსებობს. იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანები ამ არარეალური წნეხისგან“, - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა