logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი 2020 წლის ბიუჯეტზე: სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას
ბექა ლილუაშვილი 2020 წლის ბიუჯეტზე: სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას
15:41 03.06.2020
"სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მცდელობას, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, როდესაც მთავრობა საუბრობს, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა მიმდინარე ხარჯებს ამცირებს 300 მილიონი ლარით, იგულისხმება ყველა ხარჯი, რომელიც ბიუჯეტში მოცემული იყო პანდემიის დაწყებამდე.

„როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში განცდილი მარცხის ფონზე, სიცრუის ტირაჟირების ჩვეული სტრატეგია კიდე უფრო მეტად გააქტიურეს.

საქართველოს პარლამენტს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურის ფარგლებში, ა/წ 1 ივნისს წარედგინა 2021 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების და მიმართულებების სამუშაო დოკუმენტი, სადაც ასევე წარმოდგენილია განახლებული, ზოგადი, არადეტალიზებული 2020 წლის ბიუჯეტის ზოგიერთი პარამეტრი. ამას ოპოზიციის მხრიდან მოჰყვა ინფორმაციის დამახინჯებისა და მედიაში სიცრუით პოზიციონირების აქტიური მცდელობა, თითქოს მთავრობა არ აპირებს მიმდინარე ხარჯების შემცირებას 300 მლნ. ლარით.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა მიმდინარე ხარჯებს ამცირებს 300 მილიონი ლარით, ცხადია იგულისხმება ყველა ხარჯი, რომელიც ბიუჯეტში მოცემული იყო პანდემიის დაწყებამდე.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ 2020 წლის ბიუჯეტის გადასახდელები აღნიშნული ცვლილებებით ჯამურად მცირდება. პირიქით, ანტირკიზისული ღონისძიებების, სამედიცინო, საკარანტინო და სხვა საჭიროებების დაფინანსებისთვის საჭირო ხარჯების ასახვა იწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას, ძირითადად მიმდინარე ხარჯების ნაწილში, მათ შორის გაზრდილი სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის, საკარანტინო ზონების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯები, კომპენსაციები და სხვ.

საინტერესოა, რას იტყვის ოპოზიცია მაშინ, როდესაც პარლამენტს რამდენიმე დღეში ბიუჯეტის კანონში ცვლილებები წარედგინება, სადაც დეტალურად იქნება ასახული პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, ყველა სხვა მიმდინარე ხარჯის შემცირება 300 მლნ. ლარით“, - აღნიშნავს ბექა ლილუაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა