logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გაჩეჩილაძე: ადამიანის უფლებებთან მიმართებაში წინა ხელისუფლებიდან იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლების გამოცდილება მახსენდება
გიორგი გაჩეჩილაძე: ადამიანის უფლებებთან მიმართებაში წინა ხელისუფლებიდან იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის 30-40-იანი წლების გამოცდილება მახსენდება
13:06 03.06.2020
„უნდა მივესალმოთ იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დღევანდელ საქართველოშია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით იმდენად მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს, რომ ხანდახან სხვადასხვა ქვეყნების 30 - 40 -იანი წლების გამოცდილება მახსენდება. მე ვსაუბრობ, ბოლშევიკურ და ფაშისტურ რეჟიმებზე და ა.შ. თუ ჩვენ შევხედავთ იმ ციფრებს, რომელიც ოფიციალურ მონაცემებში არსებობს, შეიძლება საერთაშორისო საზოგადოება გაოცებულიც კი დარჩეს“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, 2011 წელს დავოსის ფორუმზე გამოქვეყნდა კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური მოხსენება, სადაც კერძო საკუთრების დაცვის უფლების თვალსაზრისით საქართველო 140 ქვეყნიდან 134 ადგილზე იყო.

„ეს კატასტროფული მაჩვენებელი იყო. ჩვენ ვიცით როგორ იბარებდნენ ხალხს, როგორ ართმევდნენ ქონებას როგორც ექცეოდნენ ბიზნესმენებს, კერძო მესაკუთრეებს, მაგრამ ასეთი სამარცხვინო ინდექსი ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან დამაზიანებელი იყო. არსებობს, ასევე გაეროს მოწყვლადობის მოხსენება საქართველოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ოჯახების 54%-ში ერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი მაინც იყო და მათგან 90%-მდე ვერ მიდიოდა ექიმთან იმიტომ, რომ გადახდის საშუალება არ ჰქონდა და ეს ადამიანები უბრალოდ იღუპებოდნენ“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაულებები, დამოკიდებულება ადამიანის და საზოგადოების მიმართ, მადლობა ღმერთს, წარსულს ჩაბარდა და იმედია, რომ საზოგადოება და ის უამრავი ადამიანი, რომელმაც ეს კატასტროფა გაიარა, რეალურად შეაფასებს მდგომარეობას.

მისივე თქმით, პროკურატურაში 54 ათასი განაცხადია შეტანილი უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით და ამ საკითხების მოგვარებას სისტემური მიდგომა სჭირდება.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა