logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ და ნაწილი ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა
სოფო კილაძე: ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ და ნაწილი ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა
12:35 03.06.2020

„როგორც სტრასბურგის, ასევე გაეროს შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის

არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო საკანონმდებლო დონეზე,, პირდაპირი ტრანსლაციით დაუფარავად და ღიად მოსმენა, როგორ ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რომელიც არის ორივე მიმართულებით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენებას უსმენენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ასევე გაეროს კომიტეტების მიერ მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

მისი ინფორმაციით, ეს ყველა ქვეყანაში არ ხდება და პირიქით, ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც ამაზე ღიად საუბრობს და რომელსაც სტრასბურგის და გაეროს გადაწყვეტილებები გამოაქვს საერთო სახალხო განხილვისთვის პარლამენტის საშუალებით.

„ძალიან კარგად მახსოვს, დაახლოებით, 1 წლის წინ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი როგორ ერთხმად და ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს საქართველოში ხდებოდა ხელისუფლების მიტაცება, თუთქოს სასამართლო იყო წარმოუდგენლად ცუდ მდგომარეობაში, თითქოს მედიის თავისუფლება იზღუდებოდა და ამის მაგალითად მოჰყავდათ „რუსთავი2“-ის საქმე. იმ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ დემოკრატიის კოლაფსზე საქართველოში, მინდა ვუთხრა, რომ მიკერძოებული ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, არსებობს ობიექტური სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. არსებობს სტრასბურგის მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მნიშვნელოვნდაა გაუმჯობესებული; არსებობს ობიექტური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, ჩვენი საზოგადოების წევრები 4-5-ჯერ ნაკლებად მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლების აღდგენის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის ფაქტი და ციფრები, რომელსაც ძალიან კარგად გრძნობს, პირველ რიგში, თავად ჩვენი საზოგადოება. მართალია, ეს არ გვაძლევს კმაყოფილების განცდის შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს და მეტი აღარაფერი გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ჩვენს ქვეყანაშიც არის ადამიანის უფლებების დარღვევის ცალკეული შემთხვევები, თუმცა ჩვენ სისტემური რეფორმებით ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სასამართლო, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები იმისთვის, რომ თითეოული ადამიანი იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენი მიზანია ქვეყანაში, იდეალურ შემთხვევაში, არცერთი ადამიანის უფლება არ დაირღვეს, თუმცა ვხედავთ, რომ იმ სისტემური პრობლემების მხრივ, რაც იყო ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის კუთხით, სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს. ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის და ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არის სიღარიბე და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ ამ კუთხით ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მან ოპოზციის ნაწილზე ისაუბრა, რომელიც პირდაპირ და ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა.

„ქართულ ენაში გვაქვს მრავლისმეტყველი სიტყვა „სინანული“. ერთხელ მაინც, რომელიმე მათგანს რომ გამოეხატა სინანული იმ საშინელებისთვის, რაც ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავზე დაატრიალეს, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება იმდენად სულგრძლია, რაღაც მომენტში აპატიებდა მათ ამას. მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან იაშვიათად, მაგრამ მაინც გვესმის საუბარი შეცდომებზე და გადაცდომებზე. მოდით, იმ ოჯახებს და იმ ოჯახის წევრებს ვკითხოთ, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას - გადაცდომას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული სტატისტიკა არა იმიტომ, რომ ციფრებს ვუყურებთ, არამედ იმიტომ, რომ ყველას გვინდა ამ ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს დაჩაგრული, იდეალურ შემთხვევაში კი, საერთოდ არ იყოს. ამაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, კიდევ მეტი რეფორმა უნდა განვახორციელოთ, ბევრი სიახლე გვჭირდება მეტი მიმართულებით და ასევე გვჭირდება მექანიზმების დახვეწა იმისათვის, რომ ადამიანები იყონ დაცული ამ ქვეყანაში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.​


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა