„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები მმართველ პარტიას უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს და ის პრობლემები გადაჭრას, რომელიც ხალხს ყველაზე მეტად აწუხებს.
თაქთაქიშვილის თქმით, ეს პრობლემები დასაქმება, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მიზანი საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში მეტი სარგებლის შეტანაა.
NDI-მ პოლიტიკური პარტიების კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 37% მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა, 27% კი, საქართველოს მომავალ პრეზიდენტად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ისურვებდა.

















